"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი 45 წლის ასაკში ფეხბურთს უბრუნდება და თავისი ყოფილი სამოყვარულო გუნდის, "ნოორდვიკის" რიგებში კიდევ ერთხელ ითამაშებს.
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარის უკანასკნელი თამაში 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონასთან" 3-1 დამარცხდა, მაგრამ ჰოლანდიური კლუბის წევრი კვლავ არის.
"ნოორდვიკი" მოულოდნელად ტრავმების ეპიდემიამ მოიცვა და ძირითადი მეკარე მუსტაფა მარე ცინი თამაშს ვერ ახერხებს, რის გამოც "ნოორდვიკმა" ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაციას მიმართა თხოვნით, რომ ვან დერ სარს ერთამაშა "იორდან ბოიზის" წინააღმდეგ მატჩში.
"ნოორდვიკის" ტექნიკური დირექტორი, პიტერ ვინკი: "კლუბის მიმართ კვლავ თბილი დამოკიდებულება აქვს და ჩვენი რეგულარული წევრია. მოლაპარაკებების შემდეგ მან თანხმობა განაცხადა მომდევნო შაბათს "იორდან ბოიზის" წინააღმდეგ თამაშზე. გარწმუნებთ, რომ ეს მხოლოდ ერთ მატჩს ეხება. მოხარულები ვართ, რომ ედვინს ჩვენი დახმარება სურს ამ გზით".