თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2016, 23:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 9841,
კომენტარები: 4
"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
"ვესტ ბრომთან" დაკარგული სამი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
წინასიტყვაობის ნაცვლად გთავაზობთ კითხვას: "მანჩესტერ იუნაიტედის" რომელი ფეხბურთელის მოქმედების რუკას ხედავთ ქვემოთ? პასუხი განხილვის ბოლოს.

"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


სასტარტო შემადგენლობები

"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ლუი ვან გაალის განკარგულებაში ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დაბრუნდა და თუ ვალენსიას, იანუზაისა და ფელაინის შემთხვევაში ჰოლანდიელმა არ გარისკა (ბელგიელი სათადარიგოზე მაინც იყო), სმოლინგი და დარმიანი მან ფოსუ-მენსასა და ვარელას ამჯობინა. სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ ლინგარდი და კერიკიც.

"ვესტ ბრომი" ორი ცენტრფორვარდითა და გამოკვეთილი ვინგერებით პროგნოზირებადი იყო - პულისმა არ შეცვალა ის, რამაც ბოლო პერიოდში კარგი შედეგები მოუტანა.

მატას გაძევება

მიუხედავად იმ ორი ეპიზოდის უდავობისა, რომელშიც მატამ ყვითელი ბარათები მიიღო, ამ თემისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება.

23-ე წუთის მიწურულს მასპინძლებმა საკუთარ მოედანზე საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, ფლეთჩერი "შაშვების" შეტევის სწრაფად დაწყებას ამჯობინებს და მატა, რომელიც ახლოს იმყოფება, მას ხელს უშლის.

"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


დავაკვირდეთ ამ მომენტში ფეხბურთელთა განლაგებას:

"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ტევე-ტრანსლაციით ნათელი არ იყო, ვის უკეთებდა პასს დარენი, მაგრამ ყველაზე სავარაუდო სამიზნე ბერაჰინოა. თუ ჩავთვლით, რომ ასეც იყო, ფორვარდს ბლინდი და სმოლინგი დაუპირისპირდებოდა - ამ ნიჭიერი ფეხბურთელისადმი პატივისცემის მიუხედავად, ნაკლებად სარწმუნოა, რომ ორივეს მოატყუებდა; რონდონზე და გარდნერზე პასები უფრო სახიფათო ჩანს. უცნობია, რამდენად კარგად შეაფასა მატამ მოედანზე არსებული მდგომარეობა, ფოსტფაქტუმ კი მისი ჯარიმა აბსოლუტურად უადგილოა.

მეორე გაფრთხილების მისაღებად მატას ორ წუთზე ნაკლები დასჭირდა. ვნახოთ, უღირდა თუ არა ამჯერად წესების დარღვევა:

"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


სქრინშოტზე წარმოდგენილია მომენტი ფლეთჩერის გადაადგილებამდე ერთი გაელვებით ადრე. დარმიანმა დროულად შენიშნა გარდნერის ჩართვა, კერიკი ბერაჰინოს წინააღმდეგ თამაშობს, ხოლო რონდონი სმოლინგისა და ბლინდის წინააღმდეგ რჩება - "მანჩესტერს" დაცვით ფაზაში კვლავ რიცხობრივი უპირატესობა აქვს. როცა სესენიონმა ერერა მოატყუა და პასი მიაწოდა ფლეთჩერს, "ვესტ ბრომის" კაპიტანს რეშფორდი დაედევნა:

"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ფლეთჩერი თავის საუკეთესო წლებშიც კი არ ყოფილა ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი და გაქცევა მარკუსისგან, რომლის უმთავრესი იარაღი ჯერჯერობით სისწრაფე რჩება, მას არ გამოუვიდოდა. ზურგს უკან არსებული თავისუფალი სივრცით შეშინებულმა და პარტნიორისადმი ურწმუნო მატამ "ვესბ რომის" საყრდენი ძირს დასცა და სამართლიანად გაეშურა გასახდელისკენ.

ყველაზე რბილი განსაზღვრება, რომელიც ამ ეპიზოდებში ესპანელის მოქმედებას აღნიშნავს ასეთია - "გაუმართლებელი". საინტერესოა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში თითქმის ასეთი მიზეზით გააძევეს სმოლინგი.

"ვესტ ბრომვიჩ ალბიონი"

პირველ ტაიმში "ვესტ ბრომვიჩმა" კონტრშეტევაზე, გრძელ გადაცემებზე, ჩაწოდებებსა და მარჯვენა ფლანგიდან ზეწოლაზე გააკეთა აქცენტი.

"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


"შაშვებმა" მოიგეს დე ხეას საჯარიმოსა და მის სიახლოვეს ყოველი საჰაერო ორთაბრძოლა, ხოლო "იუნაიტედს" "მეორე სართულიდან" არაფერი შეაქმნევინეს:

"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


უნდა აღინიშნოს, რომ რონდონისა და ბერაჰინოს მისამართით განხორციელებული ჩაწოდებებები პრიმიტიულობის მიუხედავად სახიფათო იყო:



მატას გაძევებას მასპინძელთა მოქმედებაში არავითარი კორექტირება არ შეუტანია - ბურთს მუდმივად "იუნაიტედს" აძლევდნენ, წინ დიდი ძალებით არ იწევდნენ და პირველ ყოვლისა საკუთარი კარის დაცვაზე ფიქრობდნენ, ხშირად კი მთელი გუნდით იცავდნენ თავს:

"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


შესვენების შემდეგ პულისმა თავის შეგირდებს ალბათ, განუცხადა, რომ მოცემულ ვითარებაში მოედნის ცენტრის გაკონტროლება იქნებოდა კარგი და ამას მოჰყვა უფრო კომბინაციური თამაში "ვესბ ბრომის" ფეხბურთელების პასების საშუალო სიგრძის შემცირების ფონზე. სხვათაშორის, "შაშვების" ორი ყველაზე სახიფათო მომენტი მაინც ჩაწოდებას მოჰყვა:





საინტერესოა მასპინძელთა თავკაცის მიერ განხორციელებული ცვლილება: დოუსონს ნაცვლად გამოვიდა პოკონიოლი და ადგილი გაუცვალა ჩესტერს - სწორედ განახლებული მარცხენა ფლანგიდან მოხდა ერთადერთი გოლის ორგანიზება.

გოლის შემდეგ თამაში კიდევ უფრო ჩაიკეტა, "ვესტ ბრომმა" კი მარტივად მიიყვანა თამაში გამარჯვებამდე.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ვან გაალის შეგირდების თამაში გაცილებით რთული იყო როგორც გასაგებად, ისე რეალიზებისთვის. ტაქტიკური სქემა, რომელიც განხილვის დასაწყისში მოვიყვანეთ, მოიცავს ორ ინსაიდს, რომელთაც ხშირად ეხმარებოდნენ ფლანგის მცველები, თუმცა იყო საყრდენი კერიკის სახით, მატა "ათიანის" როლში და ოდნავ ნაკლებად ცხადი პოზიციის მქონე ერერა, რომელსაც დაცვა და თავდასხმა უნდა გაეერთიანებინა. მოცემული გალაგების კვინტესეციად იქცა მონაკვეთი, რომელსაც "იუნაიტედი" დე ფაქტო 3-4-3 თამაშით ატარებდა:

"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


როგორც უკვე ითქვა ზემოთ, ვან გაალმა ლინგარდი და კერიკი ამჯობინა მემფისსა და შნეიდერლინს და თუ ჰოლანდიელის შემთხვევაში, რომელმაც "მიდტიულანდთან" გამოანათა, არჩევანი გასაგებია, საყრდენი ნახევარმცველის არჩევანი ძალიან საინტერესოა.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ სტუმართა გეგმა მდგომარეობდა ფლეთჩერისა და იაკობის ამოყვანაში ესპანელი ნახევარმცველების ხარჯზე, რათა სწრაფი ფორვარდებისთვის უფრო მეტი სივრცე გაჩენილიყო. ამ შემთხვევაში კერიკისა და ბლინდის გრძელი გადაცემები "მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევების გადამწყვეტი ელემენტი უნდა გამხდარიყო. შნეიდერლინი უფრო სწრაფია, უფრო ამტანია და უფრო ძლიერია წართმევაზე, მაგრამ გაცილებით ნაკლებად მოქნილია, ვიდრე კერიკი, რამაც ინგლისელის სასარგებლოდ გადახარა სასწორი.

პრობლემა იყო მხოლოდ ის, რომ "ვესტ ბრომს" არც კი უფიქრია მოედნის ცენტრის სიახლოვეს თამაშის გადატანის სარისკო შესაძლებლობაზე, გარდა მეორე ტაიმის საწყისი წუთებისა. მატას გაძევებამ ჰოლანდიელი მწვრთნელის გეგმები არია.

"ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


შემტევმა სამეულმა სახე იცვალა ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელის "ცხრიანის" პოზიციაზე გადაყვანით. მარსიალი ყოველნაირად ცდილობდა, საფირმო გარღვევებს ახორიციელებდა გვერდით ხაზთან და სახიფათო საჯარიმოს გამოიმუშავებდა სამ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში, მაგრამ თანაგუნდელების მხარდაჭერის გარეშე გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო. კერიკი გაცილებით მაღლა თამაშობდა და ერერასთან ერთად მატჩის დიდ ნაწილში ტერიტორიულ კონტროლს ინარჩუნებდა, მაგრამ ფლეთჩერისა და იაკობის დაჯაბნა ვერ შეძლეს - "ვესტ ბრომის" საყრდენებმა უფრო მეტი წართმევა განახორციელეს, ვიდრე ერერამ, კერიკმა, მატამ და შნეიდერლინმა ერთად.

რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის დადანაშაულება გაშვებულ გოლში ან ხუთი წუთით ადრე მომხდარ ეპიზოდში ძალიან რთულია - ერთნი ცდებოდნენ პოზიციურად, მეორენი - კონკრეტულ ფეხბურთელთან თამაშის შემთხვევაში, მესამენი - უბრალოდ ეპიზოდს ბოლომდე ვერ ასრულებდნენ.

ადვილი არ არის რომელიმე "მანჩესტერელის" ცალკე გამოყოფა. ბლინდი და სმოლინგი სტატისტიკურად კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ რამდენიმე უხეში შეცდომა, რომელთა რიცხვშია ის, რომელმაც გატანილი გოლი გამოიწვია, გასულ მატჩს მათ აქტივში ვერ შეიტანს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ცალკე ხსენებას იმსახურებს - რეშფორდია. სწორედ მისი მოქმედებები იყო ილუსტრირებული განხივლის დასაწყისში. შეგახსენებთ, რომ მარკუსმა მოედანზე 75 წუთი გაატარა. რა თქმა უნდა, 18 წლის ბიჭი, რომელიც მეოთხე მატჩს ატარებს ძირითად გუნდში - უკანასკნელია, რომელიც რამეში უნდა დაადანაშაულო. აღვნიშნოთ მხოლოდ ის, რომ იგნორირება გაზრდილი ყურადღებისა და მასთან დაკავშირებული ზეწოლისა, მატჩიდან მატჩამდე სტაბილური ფეხბურთის ჩვენება, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ და პირობითი მაკედა უფრო ბევრია, ვიდრე პირობითი მარსიალი. რეშფორდი კარგი პოტენციალის მქონე ფეხბურთელს ჰგავს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტ იმედებს ვამყარებთ ფეხბურთელზე, მით მეტად გვამწუხრებს მისი ფიასკო.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
8 მარტი 2016 23:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტ იმედებს ვამყარებთ ფეხბურთელზე, მით მეტად გვამწუხრებს მისი ფიასკო.

არ ღირს არავის გაღმერთება, ესე სჩვევიათ ხოლმე, უამრავი ფეხბურთელი მახსენდება თუნდაც არც ისე შორეული წარსულიდან რომლებიც მაკედას დონეს ვერ აცდნენ. აქვს პოტენციალი, მაგრამ ჯერ ბევრი უნდა დაამტკიცოს
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 მარტი 2016 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მატას სულელურმა ქცევებმა ისედაც არეული გუნდი კიდევ უფრო არია და შედეგიც მივიღეთ. სანამ მატას გააგდებდნენ არც მაშინ ბრწყინავდნენ რა თქმა უნდა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა მაინც პლიუსია და საბოლოოდ ეს პლიუსი მასპინძლებმა გამოიყენეს. ფაქტი ერთია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ და კიდევ უფრო ჩამოვშორდით ოთხეულს.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
9 მარტი 2016 09:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
განიხილავ თამაშს, რომელიც ღირს ამად და სინანულის მიზეზი გექნება, თორემ ამ თამაშში არაფერი გაგვიკეთებია გარდა იმისა, რომ გოლი გავუშვით. არცერთ ასპექტში არ ვყოფილვართ უკეთესები, არცერთი ეპიზოდი არ ჩაგვიტარებია უკეთესად, თუ მარსიალის გარბენებს არ ჩავთვლით. წინ ისეთ გრაფიკი და მატჩები გვაქვს, რომ ან ამ თვეში დამთავრდება ჩვენთვის ყველაფერი, ან პირიქით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Lev
9 მარტი 2016 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
კერიკს ეძინა მთელი თამაში. ბურთის მიღების დროს სულ ყოყმანობდა შეტევაში მაგის გამო ვერცერთხელ ვერ გადავედით სწრაფად. ერთადერთ დამნაშავედ იმაში რომ გოლი ვერ გავიტანეთ მე კერიკს ვთვლი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top