"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მორიგი სიურპიზი გაუკეთეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედის ფონდის ფარგლებში კლუბის გულშემატკივრებს უმასპინძლეს.
მორგან შნეიდერლინი, ჯესი ლინგარდი, ენტონი მარსიალი, მარუან ფელაინი, მაიკლ კერიკი, კრის სმოლინგი, ეშლი იანგი, უეინ რუნი, ხუან, მატა, ბასტიან შვაინშტაიგერი, მემფის დეპაი, ლუკ შოუ, მატეო დარმიანი, კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი, დეილი ბლინდი და და პატრიკ მაკნეირი მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალთან ერთად, მანჩესტერის სავარჯიშო ბაზაზე სხვადასხვა ასაკისა და დაავადების მქონე გულშემატკივართა მასპინძლები იყვნენ და "ოცნების დღე" მოაწყვეს.
მორგან შნეიდერლინი: "მოხარულები ვართ, რომ მარკი, მეთიუ და ჯეკი დღეს სავარჯიშო ბაზაზე გვყავდა".
უეინ რუნი: "ყოველთვის დიდებულია მანჩესტერ იუნაიტედის ფონდის "ოცნები დღე". ყველას განსაკუთრებული მოგონებები გაყვება".
ლუკ შოუ: "ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებს მანჩესტერ იუნაიტედის ფონდის "ოცნების დღეს" ვჩუქნით".
ეშლი იანგი: "მანჩესტერ იუნაიტედის ფონდის "ოცნების დღე" ყოველთვის ბრწყინვალეა. ღიმილი სახეებზე, რომელიც მას მოაქვს, ფასდაუდებელია".
დეილი ბლინდი: "მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ამ ბავშვების ოცნება ახდა".
ხუან მატა: "მანჩესტერ იუნაიტედის ფონდის "ოცნების დღე". ამ მამაცი ბავშვებისა და მათი ოჯახების განსაკუთრებული მომენტი".
ბასტიან შვაინშტაიგერი: "ფოტოები მოგონებებს ინახავს! დიდებულია ჩვენს ახალგაზრდა გულშემატკივრებთან შეხვედრა და "ოცნების დღის" ნაწილად ყოფნა".