ლუკ შოუ აპრილში ვარჯიშებს დაუბრუნდება და მიმდინარე თვეში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში თამაშს კვლავ შეძლებს.
ინგლისის ნაკრების მცველმა ფეხის ორმაგი მოტეხილობა სექტემბერში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პსვ-სთან მატჩში მიიღო და პირველად ინფორმაციის თანახმად, მას მიმდინარე სეზონში თამაში აღარ შეეძლებოდა.
მაგრამ 20 წლის მოთამაშის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და როგორც მოსალოდნელია, კარინგტონს სეზონის ბოლო კვირებში დაუბრუნდება.