უეინ რუნის ყოფნა დუბაიში კაპიტნისთვის დასვენების საშუალება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ინგლისელმა სხვა გასართობი იპოვა.
30 წლის ფეხბურთელი გასულ თვეში მიღებული ტრავმის მოსაშუშებლად შუა აღმოსავლეთში იმყოფება, სადაც თავისი მარჯვენა ტრავმირებულ ფეხს ტესტირება ჩაუტარა.
კერძო ფერმაში ყოფნისას ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ვეფხვი და ჟირაფი მოინახულა. რუნის ამ საქციელმა კი შესაძლოა, ხელმძღვანელობისა და ლუი ვან გაალის უკმაყოფილება გამოიწვიოს.
The Sun-ი თავის ერთ-ერთ წყაროს ციტირებს: "ეს ვეფხვი მოთვინიერებული და მოშინაურებულია, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ველურ ცხოველად და არსებობს გარკვეული რისკი იმისა, რომ უკბინოს რუნის ან თავს დაესხას. გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთელებს უკრძალავენ სახიფათო ქმედებებს, მათ შორის თხილამურებით სრიალს ან მოტოციკლეტით გადაადგილებას, არა მგონია, "იუნაიტედის" ხელმძვანელობამ მოიწონოს ის, რაც რუნიმ გააკეთა. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ არცერთი სადაზღვევო კომპანია არ გადაიხდის მკურნალობის ხარჯებს ვეფხვის თავდასხმის შემდეგ".