8-03-2016, 08:31
ნანახია: 3003,
კომენტარები: 10
"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტი: "მარსიალის ოცნება ახდა"
ვადიმ ვასილიევი მარსიალის ოცნების შესახებ საუბრობს.
"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტი, ვადიმ ვასილიევი აცხადებს, რომ ენტონი მარსიალის ბავშვობის ოცნება "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში იყო.
20 წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" გასულ ზაფხულს გადაბარგდა და "იუნაიტედმა" მასში 57.6 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
"ვიყოყმანე თუ არა მარსიალის გაყიდვისას? დიახ, რადგან ჩემი წარმოდგენით, 2015/16 წლების სეზონი მისი უნდა ყოფილიყო.
ამიტომაც გავაუმჯობესეთ მისი კონტრაქტი ივლისში. სხვა ტრანსფერები უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე ეს.
იყო ფული, მაგრამ იყო ფაქტიც, რომ მარსიალმა მითხრა: "მისტერ ვასილიევ, ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა", - განაცხადა "მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტმა.
წყარო:
goal.com
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.