თითქმის გარდაუვალი იყო ინგლისის თასზე "ვესთ ჰემთან" დამარცხება, მაგრამ როგორც ყოველთვის "წითელმა ეშმაკებმა" ეს არ დაუშვეს. შესრულდა ორი სუპერ ცვლილება გამოვიდა რაიან გიგზი და რობინ ვან პერსი, რომლებმაც შეძლეს მატჩის გარარჩენა. რაიან გიგზის შესანიშნავი პასის შემდეგ რობინმა ანგარიში 2-2 გახადა და გადაარჩინა "მანჩესტერი" თასის გათამაშებიდან გამოვარდნას. შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ის ამაყობს თავისი გუნდით:"დიახ ეს იყო შესანიშნავი მატჩი"-განაცხადა ფერგიუსონმა manutd.com-თან ინტერვიუში. "მე ვხვდები, რომ ისეთი მატჩები როგორიც "ნიუკასლთან" იყო შესაძლოა ცუდად დამთავრდეს. რა თქმა უნდა ასეთი მატჩები არ გვინდა ხშირად გვქონდეს, მაგრამ როცა ხარ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი თქვენ მატჩის ბოლო წამებამდე უნდა ელოდოთ, რომ თქვენი გუნდი მოახერხებს გამარჯვების გოლის გატანას. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ამ გუნდში" - დაასრულა ბოსმა.