პროფესიონალურ კარიერაში ჩატარებული დაახლოებით 500 მატჩის მანძილზე პირველად მივიღე წითელი ბარათი. თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია ამის წერა ჩემთვის. სიმართლე ის არის, რომ ჩემთვის ეს მდგომარეობა ახალი და უჩვეულოა. ამის შეგნება ასე ადვილი არ არის, მაგრამ ყველაფრისგან უნდა ისწავლო. ვიცი, რომ ფეხბურთში ასეთი რამ ყოველდღე ხდება, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩემი შეცდომის გამო ჩემი გუნდი იძულებული იყო, დიდხანს ებრძოლა კაცნაკლულს. მაინც მგონია, რომ ორივე გადაწყვეტილება ზედმეტად მკაცრი იყო. ხშირად ვხედავთ უფრო უხეშ დარღვევას, რომელთა გამო ასე არ ისჯებიან. თუმცა, მე შემეძლო თავიდან ამერიდებინა ყოველივე, ამიტომ მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. გარდა ამისა, ვგრძნობ, რომ გულშემატკივრებს ვუღალატე, რომლებიც გუნდის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ და მათაც, ვინც მატჩს სახლში უყურებდა. მაგრამ წინ უნდა ვიარო - როგორც ყოველთვის. ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე, "ლივერპულთან" ევროპის ლიგის ეგიდით დერბიზე ვფიქრობ. ახლა ზეიმის ან მწუხარების დრო არ გვაქვს. სიხარულის შემდეგ, რომელიც ოთხშაბათს გამოვცადე და "უოტფორდის" კარში გატანილი გოლის მერე, ბევრი ნაკლებად სასიამოვნო მომენტები გადავიტანე. მაგრამ ასეთია ცხოვრება. ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა და ყველაფრისგან გაკვეთილის მიღებაა. ასეც მოვიქცევი.
ჩვენი გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. იმედი მაქვს, ეს ჩავარდნა არ დაგვავიწყებს, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდით. ახლა საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ, ვირწმუნოთ იმისა, რომ მივაღწევთ მიზნებს, რომლებიც გონებაში ჩაგვიჯდა დღედან სეზონის ბოლომდე.
ამით მორჩა. პასუხს ვაგებ ჩემი ყოველი კარგი და ცუდი საქციელისთვის, რომლებიც ოდესმე ჩამიდენია და ასე იქნება ყოველთვის. გმადლობთ, მხარდაჭერისთვის.
მატას ბლოგი
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.