Kicker იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ "ლევერკუზენის" მცველს, ომერ თოპრაკს განიხილავს.
სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ "იუნაიტედი" კვლავ ეცდება დაცვის ხაზის გაძლიერებას, ბოლო კვირებში კი 26 წლის ფეხბურთელს სკაუტები არაერთხელ დაკვირვებიან.
ომერით მიუნხენის "ბაიერნიც" ინტერესდება, მაგრამ "ლევერკუზენს" კონკურენტების გაძლიერება არ სურს, ამიტომ თოპრაკს გერმანულ გრანდში არ გაყიდის.
"ფარმაცევტების" ხელმძღვანელობა თოპრაკის შენარჩუნებას ამჯობინებს, თუმცა შესაფერისი შეთავაზების შემთხვევაში მცველს შეელევა.