თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2851,
კომენტარები: 7
კერიკი: "ოთხეული კვლავ ხელმისაწვდომია"
მაიკლ კერიკის ინტერვიუ "ვესტ ბრომთან" მატჩის შემდეგ.
კერიკი:
მაიკლ კერიკი არ ფიქრობს, რომ "ვესტ ბრომთან" დამარცხების შემდეგ პრემიერ ლიგის პირველ ოთხეულში მოხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედს" აღარ შეუძლია.

"ჰოთორნსზე" წაგებული მატჩის შედეგად ლუი ვან გაალის შეგირდები 3 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილს, რომელზეც "მანჩესტერ სიტი" იმყოფება, თუმცა მანუელ პელეგრინის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩასატარები.

კერიკი დარწმუნებულია, რომ ოთხეულში მოხვედრა კვლავ შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ქულების დაკარგვა დაუშვებელია.

"ოთხეული მიუწვდომელი არ არის. უბრალოდ გამარჯვებების მოპოვება უნდა განვაგრძოთ, სულ ეს არის. სათქმელად ადვილია, მაგრამ უნდა შევძლოთ. წინ დიდი მატჩები გვაქვს, რომელთათვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა კერიკმა.

ყველა ტურნირზე მოპოვებული ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ 34 წლის ფეხბურთელი "ჰოთორნსზე" განცდილი უიღბლობის შესახებ საუბრობს და მატას წითელ ბარათს გადამწყვეტად მიიჩნევს.

"გვინდოდა, ის ფორმა შეგვენარჩუნებინა, რომელიც ბოლო დროს ვაჩვენეთ. ძალიან სამწუხაროა. აქ ნებისმიერს უჭირს თამაში, მაგრამ ფეხბურთელის დაკარგვა ყველაფერს უფრო ართულებს. მეორე ტაიმში ერთი შანსი ჰქონდათ და გაიტანეს.

წითელმა ბარათმა თამაში შეცვალა, რადგან შეტევაში ერთით ნაკლები მოთამაშე გვყავდა, რამაც ჩვენზე გავლენა მოახდინა. ვფიქრობ, მეორე ტაიმში უფრო კომფორტულად ვგრძნობდით თავს, მაგრამ დასასრულს ეს სხვაობა შეიმჩნეოდა.

მოხდა ის, რაც მოხდა. მეორე ყვითელი ბარათი დავინახე, ამაზე კარგი შეხედულება არ მაქვს. მატას უნდა ჰკითხოთ, უღალატა გუნდს თუ არა",
- დაასრულა ინგლისელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
7 მარტი 2016 13:44
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა თქმა უნდა, თუ ისევ ასე არ ვკარგეთ ქულები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: GeorgeBest
7 მარტი 2016 16:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შანსი ისევ არის მაგრამ აღარ მაქვს უკვე არაფრის იმედი, საჭირო დროს თუ იგებენ ისიც გავარდნით და გამართლებით. ესე ამ პრემიერ ლიგაშიც კი ვერ დადებენ ოთხეულს
0
№3
ავტორი: mesxi
7 მარტი 2016 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
რისი იმედი აქვთ დაწინაურების მაგივრად ჩამოქვეითდნენ.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 მარტი 2016 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეე კაი რა მაიკლ რა ოთხეული areyoukiddingme
0
№5
ავტორი: ViDa
7 მარტი 2016 19:12
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Otxeulze agar maqvs saubari, iqneb rogorme evropaze gavidet. Chemi azrit da realurad es aria amjamad gundis mtavari mizani. Isic sakitxavia xuteuls west hemi dagvitmobs tu ara :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№6
ავტორი: Iunaitedi
8 მარტი 2016 01:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Deigine :D ari shansi 9 turi winaa jer 9 turshi minimum albat 20 qula gvinda.
0
№7
ავტორი: feradze
8 მარტი 2016 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
10სჰი სჰეკრება იქნება?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top