ეს ყოველთვის გადამწყვეტია, ჩემი აზრით, რადგან, როცა 10 კაცით თამაშობ, უფრო რთულია, მაგრამ ამის მიუხედავად, მოწინააღმდეგისთვის ბევრი შანსის შექმნის უფლება არ მიგვიცია. ვფიქრობ, მხოლოდ გოლი და კიდევ ერთი შანსი, რაც ძალიან ბევრი არ არის. თუმცა არც ჩვენ შეგვიქმნია ბევრი შანსი, მაგრამ მიზეზი თერთმეტის წინააღმდეგ 10 კაცით თამაში იყო, თუმცა, კარგი, ეს არ იყო ყველაზე ჭკვიანური ჯარიმა... როგორ ვთქვა, მატასგან. მსაჯს შეუძლია ჩასტვენა, მაგრამ ასევე უნდა სცოდნობა ხუან მატას ხასიათი. ეს მისი პირველი წითელი ბარათია. თავის დაძვრენის მცდელობა არ არის, მაგრამ, როცა ხუთ წუთში იძლევი წითელი ბარათს, ორ ყვითელ ბარათს, ეს იმას ნიშნავს, რომ მატას ხასიათს არ იცნობ.
ტონი პულისმა თქვა, რომ მეორე ყვითელი ბარათის დროს თქვენ ჩუმად იყავით, ასეა?
ჩემთვის გასაგებია, რომ მსაჯმა მისცა, მაგრამ ჩემთვის ისიც გასაგებია, რომ, თუ ხუან მატას ხასიათს იცნობ, ამ ყვითელი ბარათის მიცემა არ შეგიძლია. ხუან მატას უნდა სცოდნოდა, რომ პირველი ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა. ეს არის დისკუსია, რომელსაც ვერასდროს მოიგებ და არასდროს წააგებ, რადგან ეს არის ადამიანის აზრი.
ბევრი მომენტი არ შეგიქმნიათ, მაგრამ არც მეორე მხრივ პრობლემები გქონიათ დაცვაში
არა, არა. ძალიან ორგანიზებულნი ვიყავით. მათ ერთი შანსი ჰქონდათ და ერთი გოლი გაიტანეს, სულ ეს იყო. ჩვენ კი გვქონდა ლინგარდის მომენტი, როცა დაარტყა, მაგალითად, და შესაძლოა გასულიყო გოლი, წინასწარ ვერ მიხვდები, მაგრამ ჩვენ დავმარცხდით, დავკარგეთ სამი ქულა, ასეთ მატჩებს კი უნდა იგებდე, თუ ჩემპიონობა ან ცხრილის პირველ სამეულში მოხვედრა გსურს, ჩვენ კი წავაგეთ, რაც კარგი არ არის.
65 წუთი 10 კაცით, ბოლო პერიოდში კი ძალიან ბევრი მატჩი ჩაატარეთ...
ეს კითხვა "ლივერპულთან" მატჩამდეც იყო. "ლივერპულმაც" 10 კაცით ითამაშა. მაგრამ ჩვენ ვითამაშეთ 60 წუთის განმავლობაში და თანაც ბევრი მატჩი ორი კვირაში - 5 მატჩი 2 კვირაში. ასე რომ, პოზიტივი არ არის ჩვენთვის და არც "ლივერპულისთვის" ის ფაქტი, რომ 10 კაცით თამაში მოგვიხდა, მაგრამ ეს არის შენი პირადი შეცდომა, რომელსაც სხვას ვერ გადააბრალებ.
ოთხეულში მოხვედრის იმედი კვლავ გაქვთ?
შანსი ყოველთვის არსებობს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ასეთი მატჩები უნდა მოიგო, მით უმეტეს, როცა სხვაობის შემცირება გინდა, რადგან უკვე ძალიან ბევრი მატჩი წავაგეთ".
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.