"ლივერპულის" თავდამსხმელმა, დივოკ ორიგიმ განაცხადა, რომ ადრეულ წლებში "მანჩესტერ იუნაიტედისგან" შეთავაზება მიიღო, მაგრამ გადასვლა არ ისურვა.
20 წლის ორიგი "ლივერპულის" ფეხბურთელად 2014 წლიდან ითვლება, მაგრამ მას პრემიერ ლიგის სხვა კლუბშიც შეეძლო თამაში.
ორიგის განცხადებით, 15 წლის ასაკში მან "იუნაიტედის" აკადემიაში ჩარიცხვას "ლილში" დარჩენა ამჯობინა.
"ეს გულით მიღებული გადაწყვეტილება იყო. იმ დროს "ლილის" აკადემიის დასრულება მსურდა.
მაშინ ვხედავდი, რომ ედენ აზარი ახლახანს გამოჩნდა, "ლილს" ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ჟერვინიო და ჯო კოული არიან, ასე რომ, ვფიქრობ, იქ კარგი შანსი მექნებოდა.
ახლაც მახსოვს, სკოლიდან დაბრუნებულს როგორ მთხოვდნენ მშობლები დაჯდომას და რაღაცის განხილვას. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება ურიგო არ იყო, მათ არჩევანის თავისუფლება მომანიჭეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, არც სხვა გუნდების და ჩემი ოცნებაც კი იყო პრემიერ ლიგაში თამაში, მაგრამ გულმა მიკარნახა, რომ უკეთესი იქნებოდა, "ლილში" დავრჩენილიყავი. ამაზე ერთი დღე ან დაახლოებით ამდენი ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა ბელგიელმა.