ფედერიკო მაკედამ მარკუს რეშფორდი გააფრთხილა, რომ უმჯობესია, არ მოუსმინოს იმ გამოხმაურებას, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" მის დებიუტს მოჰყვა.
18 წლის ფეხბურთელმა ევროპის ლიგისა და პრემიერ ლიგის სადებიუტო შეხვედრებში 2-2 გოლი გაიტანა და თავის გუნდს "მიდტიულანდისა" და "არსენალის" წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
მაკედა, რომელიც სცენაზე 2009 წელს "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გვიანდელი გამარჯვების გოლით გამოჩნდა, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" არარეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღების შედეგად "კარდიფ სიტიში" გადაბარგდა, რეშფორდს აფრთხილებს: "მარკუსმა შრომა უნდა განაგრძოს, ემოციებს არ აჰყვეს, არ წაიკითხოს და არ მოისმინოს გამოხმაურებას და ტრავმების შემთხვევაში იღბლიანი იყოს.
ამ ბავშვს უფრო მეტი შანსი აქვს სათამაშოდ, ვიდრე მე მქონდა, ასე რომ, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და ისეთივე დამშეული იყოს, როგორც ახლაა.
"იუნაიტედი" მასზე იზრუნებს - ასე რომ, ყველაფერი მისთვის ხელსაყრელია".