Daily Star იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე ზაფხულში ტონი კროოსი იქნება, რომლისთვისაც "წითელი ეშმაკები" 40 მლნ. ფუნტს გადაიხდიან.
პრესა იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" მზად არის გერმანელ ნახევარმცველთან განშორებისთვის, რადგანაც კროოსმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვერ აჩვენა შედეგი, რომელსაც მისგან მოელოდნენ.
ასევე გავრცელდა ხმები, რომ კროოსმა ბასტიან შვაინშტაიგერს მიმართა და "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის პერსპექტივაზე ესაუბრა.
"იუნაიტედი" კროოსის შეძენას 2014 წელსაც ცდილობდა, როცა იგი ჯერ კიდევ მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობდა.