ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ადვილი გადასაწყვეტი იყო "უოტფორდთან" "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნად ხუან მატას არჩევა, რადგან ესპანელი ასაკიან ფეხბურთელთა ჯგუფის წარმომადგენელია.
უეინ რუნიმ და კრის სმოლინგმა მატჩი ტრავმების გამო გამოტოვეს, ხოლო მაიკლ კერიკს დასვენების საშუალება მიეცა, რის გამოც "ოლდ ტრაფორდზე" გუნდი მატამ გაიყვანა კაპიტნის სამკლაურით. "რთული გადაწყვეტილება არ იყო, რადგან მყავს ასაკოვანთა ჯგუფის ფეხბურთელები, რომელთაც ვესაუბრები ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა სავარჯიშო სესია, შეხვედრები ან როგორ უნდა შევარჩიოთ ფეხბურთელები და ა.შ.
ხუანი სამ კაპიტანთან - რუნი, კერიკი და სმოლინგი - ერთად ამ ჯგუფის წევრია, ისევე, როგორც შვაინშტაიგერი, ასე რომ, არჩევანი ადვილად გავაკეთე", - განაცხადა ვან გაალმა.