შესაძლოა, დეილი ბლინდმა დასვენების საშუალება მიიღოს, რადგან ტრავმებით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქების შედეგად ვან გაალს დაცვის ხაზში არჩევანი გაეზარდა.
ჰოლანდიელი მცველი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ოქტომბრის შემდეგ "წითლების" ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მომდევნო ოთხშაბათს ბლინდს 26 წელი შეუსრულდება, ბოლო 27 მატჩში კი იგი შეუცვლელი იყო.
"ოლდ ტრაფორდზე" გამართული მანჩესტერული დერბის შემდეგ ბლინდი თერთმეტეულს დაუბრუნდა და მას შემდეგ არაერთი სხვადასხვა პატრნიორის გვერდით ითამაშა. ახლა კი ვან გაალი თვლის, რომ დეილი გადაიღალა და დასვენების საშუალება უნდა მიიღოს. "უნდა შევცვალო, რადგან ძალიან დაიღალა. მარკოს როხო კვლავ ჯანმრთელია, ასე რომ, მისი შეცვლა შემიძლია. იმედი მაქვს, შევძლებთ. თუმცა ვარჯიშებზე მას უფრო მეტ თავისუფალ დროს ვაძლევ. ბლინდი გაჯანსაღებისთვის უფრო მეტ დროს იღებს, ვიდრე სხვა ფეხბურთელები, რადგან ვალდებული ვარ, ასე მოვიქცე", - განაცხადა ვან გაალმა.
ბლინდი გააკრიტიკეს "უოტფორდთან" თამაშის გამო, მაგრამ დანარჩენ მატჩებში ჰოლანდიელი არაერთხელ დახმარებია "იუნაიტედს" რთულ ვითარებაში.
"როცა ბლინდი შევიძინეთ, ედ ვუდვორდს დავუსახელე ის პოზიციები, რომელბზეც მას შეუძლია თამაში. მან ეს დაამტკიცა.
მან ითამაშა ნახევარმცველად და მარცხენაც მცველად, მაგრამ ჩემი აზრით, მისთვის საუკეთესო პოზიცია მარცხენა ცენტრალური მცველობაა, რადგანაც ის ასრულებს იმას, რასაც მოვითხოვ ჩვენს თამაშში ცენტრალური მცველისგან".