ლუი ვან გაალი არ ეთანხმება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი სამუშაო იხსნა და ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს თვითონ დაეხმარა თავის გამოჩენაში.
რეშფორდი დიდ ფეხბურთში მაშინ გამოჩნდა, როცა ლუი ვან გაალის ირგვლივ მისი გათავისუფლების შესახებ ჭორები ვრცელდებოდა. მაგრამ 18 წლის ფეხბურთელის გამოჩენამ და ზედიზედ 4 მატჩის მოგებამ ვან გაალის მდგომარეობა შეამსუბუქა.
"წავიკითხე, რომ რეშფორდმა გადამარჩინა. არა, არა. რეშფორდმა შანსი მიიღო ჩემი და, რა თქმა უნდა, კლუბის პოლიტიკის წყალობით.
იგივე ეხება კამერონ ბორტუიკ-ჯექსონს, გილერმო ვარელას და ბევრ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელს. ამიტომაც არ შეგვიძენია იანვარში ვინმე. ჩვენი პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ გვყავს მცირე შემადგენლობა, რათა ახალგაზრდებს შანსი მივცეთ", - განაცხადა ვან გაალმა.