თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2010,
კომენტარები: 10
ვარელა: "ვამაყობ, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ"
გილერმო ვარელა თავისი მოტივაციის მიზეზზე საუბრობს.
ვარელა:
გილერმო ვარელა "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ გუნდში ყოფნით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ გულშემატკივართა მხრიდან მისდამი რწმენა მას დამატებით მოტივაციას აძლევს.

ურუგვაელი მცველი კარგ ფორმაში იმყოფება და "შრუსბერის", "მიდტიულანდის", "არსენალისა" და "უოტფორდის" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებებში თავისი როლი შეასრულა.

"ვფიქრობ, ბოლო ოთხმა მატჩმა აჩვენა ცვლილებები, რომელიც გუნდში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა. ნათელია, რომ სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულება გვსურს.

რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ გუნდში ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარებითა და 4 გამარჯვებითაც. უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ ისეთ გუნდში თამაშის გამო, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". ვფიქრობ, მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ შრომას ვაგრძელებთ, მეც მინდა შრომის გაგრძელება, რათა გუნდში რეგულარული ადგილი მოვიპოვო, რომ დროთა განმავლობაში 50, 100 ან 200-მატჩიან ნიშნულს მივაღწიო",
- განაცხადა ურუგვაელმა.

ვარელას თამაშს სოციალურ ქსელსა და პრესაში არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

"უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ ახლახან გავაცნობიერე, თუ რამდენად ახდენს გავლენას ადამიანზე საზოგადოების მხრიდან სიყვარული. გულშემატკივართა შორის ძალიან პოპულარული ვარ და მინდა ვისაუბრო ეფექტზე, რომელიც ჩემზე მოახდინა. მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ აცნობიერებ, როცა იღებ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მგულშემატკივრობს, ეს წინსვლაში მეხმარება და მოედანზე საუკეთესოობისთვის მოტივაციას მაძლევს".


როცა ჰკითხეს, თავისი თავი შემადგენლობის მუდმივ წევრად წარმოედგინა თუ არა, ვარელამ უპასუხა: "არა, ნამდვილად არა. ვფიქრობ, ჩემი საქმე დღითი დღე შრომაა, რათა მწვრთნელს ვუჩვენო, რომ პირველი გუნდის შემადგენლობაში ადგილის რეგულარულად მიღების ღირსი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ავტომატიური არჩევანი ვარ, ეს გადაჭარბებული იქნებოდა".

კვირას "ჰოუთორნსზე" გასამართი შეხვედრა ვან გაალის შეგირდების მორიგი მატჩი იქნება, ვარელა კი ამბობს, რომ გუნდი საბრძოლველად მზად არის.

"გადაღლილი საუკეთესო სიტყვა იქნება ჩემი მდგომარეობის აღსაწერად. ფეხებს ბევრი დატვირთვა მოუხდა. ახლა აღდგენითი და გამაჯანსაღებელი პერიოდი გვაქვს, ამ მხრივ კარგად ვშრომობთ და ნუ დაგვავიწყდება, რომ კვირამდე ზედმეტი დასვენების დღეც გვაქვს. იმედი მაქვს, ეს ფორმის პოვნაში დაგვეხმარება", - დაასრულა მცველმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
6 მარტი 2016 10:32
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ეს ძაან მაგარი ბავშვი გამოდგა და მე პირადად ნაღდად მირჩევნია ეს იდგეს ფლანგზე და არა დარმიანი. ბევრად სწრაფიც არის,ტექნიკურიც და რავი. აი ცოტა უკან მოხედვა უჭირს ხოლმე :) რო დაადებს თავს და გარბის,მარა არაუშავს მაგასაც დახვეწავს.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 მარტი 2016 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მგონია, რომ ვარელა სამომავლოდ კარგი მცველი დადგება. ცოტა ფიზიკურად უჭირს, თორემ სისწრაფე და ტექნიკა ნამდვილად არ აკლია. ტიპიური მარჯვენა მცველია, რომელსაც ძალიან უყვარს წინ წასვლა და არ უყვარს უკან ჩამოსვლა wink არაშავს, ყველაფერს ეშველბა მთავარია რაფაელივით სულ დამტვრეული არ იყოს areyoukiddingme
0
№3
ავტორი: red devil
6 მარტი 2016 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ისე კარგად დგას თავის პოზიციაზე რას ერჩით
0
№4
ავტორი: Iunaitedi
6 მარტი 2016 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Sajiro dros gamogvadga da tan magrad.
0
№5
ავტორი: abrama
6 მარტი 2016 12:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Aqet vareli, iqet jeasoni, centri smolingi da blindi.
2 welshi mgoni seriozuli dacva iqneba tu ar daimates vinme.
0
№6
ავტორი: zurazura
6 მარტი 2016 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
Kargia jerjerobit tavs kargad artmevs
0
№7
ავტორი: GeorgeBest
6 მარტი 2016 13:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მაგარი კაცია winked დაცვაში შესაძლოა არც ისე საიმედოა, მაგრამ დარმიანს ეხლავე მირჩევნია. უკან ჩამოსვლა ისწავლოს დროზე და ეგაა
0
№8
ავტორი: RojoDiablo
6 მარტი 2016 13:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ნაკრებიც დაიმსახურაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Number 0
6 მარტი 2016 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ნაკრებიც დაიმსახურა სამართლიანად და კდიევ ყველა მანჩესტერის მოთამაშე უნდა ამაყობდეს იმით რომ ამ გუნდში თამაშობს თუნდაც მოედანზე გასვლა არ უწევდეს ის ხომ მანჩესტერის წევრია manunited
0
№10
ავტორი: Mufc7
6 მარტი 2016 17:04
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ ისეთ გუნდში თამაშის გამო, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია"

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top