ჯესი ლინგარდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თვის საუკეთესო გოლის ჯილდო მეორედ მოიგო მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებმა "ჩელსის" კარში გატანილი მისი გოლი თებერვლის საუკეთესო გოლად დაასახელეს.
ლინგარდის მიერ "სტემფორდ ბრიჯზე" გატანილი ბურთი ერთ-ერთი იყო ნომინირებულ რვა გოლს შორის და მან ხმების 34 პროცენტი მიიღო.
მეორე საუკეთესო გოლად ენტონი მარსიალის მიერ "სტოკ სიტის" კარში გატანილი ბურთი დასახელდა, რომელმაც 23% მიიღო, ხოლო უილ კინის მიერ 21-წლამდელთა გუნდში "ნორვიჩ სიტისთან" გატანილმა ბურთმა 20% დაიმსახურა.
ლინგარდს იგივე ჯილდო ნოემბერში ერგო, როცა "ვესტ ბრომის" კარის აღება გულშემატკივარმა საუკეთესოდ დაასახელა.