თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2016, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2970,
კომენტარები: 6
ჰოჯსონი: "შესაძლოა, რეშფორდი გამოვიძახო"
მარკუს რეშფორდი შესაძლოა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდეს.
ჰოჯსონი:
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა არ გამორიცხა შესაძლებლობა იმისა, რომ მარკუს რეშფორდი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა თავდამსხმელი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდეს.

ჰოჯსონის თქმით, იგი რეშფორდს იმ დროიდან აკვირდება, რაც მარკუსი კლუბისა და ნაკრების ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.

"არაფერს გპირდებით, მაგრამ არც მისი გამოძახების შესაძლებლობას გამოვრიცხავ, უბრალოდ ვიმედოვნებ, მომავალშიც ყველაფერი კარგად წარიმართება. რეშფორდს ორი წელია ვაკვირდები, ასე რომ, დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენს სისტემაში იმყოფება.

მარკუსი ჩვენს 18-წლამდელთა გუნდში თამაშობს და ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთა გვჯერა და რომელთაც ნათელ მომავალს ვუწინასწარმეტყველებთ, კლუბის პირველ გუნდში იღებენ შანსს. ეს შესანიშნავია და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება. მაგრამ ყველაზე მეტად იმის იმედი მაქვს, რომ ისე განავითარებენ, როგორც 18 წლის ბიჭი უნდა განვითარდეს და ხალხი მასზე ჭარბ ზეწოლას არ მოახდენს.

ორ სადებიუტო მატჩში 4 გოლის გატანა - დიდი წარმატებაა და თუ მარკუსი ასე ითამაშებს, "მანჩესტერ იუნაიტედი" და ინგლისის ნაკრები იღბლიანი იქნება. მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ რაჰიმ სტერლინგის, როს ბარკლის, უეინ რუნის, დევიდ ბექჰემისა და პოლ სქოულზის გზას გაივლის - სხვების გახსენებაც შეიძლება.

ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის არაერთხელ მიგვიცია შანსი და მას წარმატებით იყენებდნენ. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი გუნდში 2012 წელს მოვიწვიეთ, რაჰიმ სტერლინგი 18 თუ 19 წლის ასაკში. ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც ჩვენი ნდობა გაამართლეს",
- განაცხადა ჰოჯსონმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
5 მარტი 2016 13:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჯერ ადრეა ამასზე ფიქრი თან ასეთ დონეზე, მაგრამ თუ სეზონის ბოლომდე თავი კარგად წარმოაჩინა მშვენიერი დებიუტი ექნება კარიერისთვის
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 მარტი 2016 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯერ ადრეა მაინც ალბათ მისი ნაკრებში გამოძახება, მაგრამ ზაფხულამდე დიდი დროა და ვინ იცის, იქნებ ევროპის ჩემპიონატზეც მოხვდეს winked
0
№3
ავტორი: Lee Sharpe
5 მარტი 2016 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ოცდაერთწლამდელებში არ აქვს ჯერ მისუნული და ეს აბუეტი **** ნაკრებზე ლაპარაკობს უკვე მოგი*** მიდგომა ჯერ ეხლა გადმოვიდა რეზერვებიდან როგორ ფიქრობს ეხლა ეს აქვს საკმარისი გამოცდილება ნაკრებში ითამაშოს როცა ასაკობრივ ნაკრებშიც არ უთქვია ჯერ თავი სიტყვა, ვინც შენ ინგლისის მწვრთნელად დაგნიშნა და დღემდე გაგაჩერა იმას მოვუ*** გამზრდელი
0
№4
ავტორი: RojoDiablo
5 მარტი 2016 15:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შენ როდის უნდა გამოგიძახოს FA-მ რომ განცხადება დაგაწერინონ. მაინც არ მესმის, რატომ აჩერებენ ამას გუნდში. თაობა მართლა ძალიან მაგარი ეზრდება ინგლისსაც და ამათ სხვა სტილის მწვრთნელი სჭირდებათ. რადგან ფულჰემთან ერთად ერთ რაღაცას მიაღწია, იმიტომ კი არ ნიშნავს, რომ დიდ გუნდებთან მუშაობა შეუძლია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
5 მარტი 2016 16:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ინგლისს საკმაოდ კარგი ფორვარდები ჰყავს, ახალაგზრდებიც winked ჯერ ადრეა მგონი
0
№6
ავტორი: Iunaitedi
5 მარტი 2016 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Shansze sheidzleba laparaki ro ertitamashi mieces shansi mara jer adrea.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top