"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა შეფასდნენ არა ასაკით, არამედ უნარით.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა "წითელი ეშმაკების" რიგებში ჩატარებულ 2 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, მათ შორის "არსენალთან" მატჩში, სადაც საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
რეშფორდი თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ჯესი ლინგარდსა და მემფის დეპაის აჯობა, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კი განაცხადა, რომ მარკუსს ნაკრებში მოხვედრის შანსიც აქვს.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "იუნაიტედის" მწვრთნელმა განაცხადა: "ვფიქრობ, როი ჰოჯსონმა უკვე უპასუხა ამ კითხვას, თქვენ კი ისევ მეკითხებით. ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგანაც ეს მხოლოდ მედიაა და არა მე ან როი ჰოჯსონი.
თქვენ სვამთ კითხვას, მაგრამ როი ჰოჯსონი ამბობს რაღაცას. თუმცა, რეშფორდისთვის ადრე არასდროს იქნება. როგორც უკვე ვთქვი, ასაკი უმნიშვნელოა, ასაკი სულერთია, მხოლოდ ხარისხი".