"მანჩესტერ იუნაიტედის" თითოეული გულშემატკივარი, რომელიც ევროპის ლიგის ეგიდით "ლივერპულის" მოედანზე გასამართ მატჩს დაესწრება, კლუბისგან მიიღებს Adidas-ის თეთრ საგარეო მაისურს, რათა საუკეთესო ატმოსფერო შეიქმნას.
"იუნაიტედის" 2,685 გულშემატკივარი, რომელიც "ენფილდის" "ისთ ლენკს როუდზე" მივა, შექმნის "თეთრთა კედელს", რომლის წინაპირობა იქნება წერილი, რომელიც კლუბმა მატჩის წინ მისწერა ბილეთების მფლობელებს.
"მომდევნო კვირაში "ენფილდზე" საუკეთესო ატმოსფეროს შექმნის მიზნით კლუბი გჩუქნით თქვენ (და "ლივერპულში" მყოფ ნებისმიერ გულშემატკივარს) თეთრ გასვლით მაისურს.
ჩვენ გვსურს, რომ ეს მაისურები გეცვათ მატჩზე, რათა "თეთრთა კედელი" შეიქმნას გუნდის გამოსვლის დროს", - ნათქვამია წერილში.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კლუბმა გულშემატკივარს სთხოვა, ეცნობებინათ მაისურის ზომა, რომელსაც ისინი ატარებენ.
"იუნაიტედის" გულშემატკივარი გასვლით მატჩებში ბრიტანეთში საუკეთესოა და "ენფილდზე" იანვარში შექმნილი ატმოსფეროს გამო დიდი შექება დაიმსახურა.