ჟოზე მოურინიომ საჭირო ფეხბურთელების შესაძენად მოქმედება უკვე დაიწყო.
ჟოზე მოურინიომ უკვე დაიწყო იმ ფეხბურთელების შესაძენად მოქმედება, რომელთა ხილვაც "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს.
პრესის თანახმად, "განსაკუთრებულს" ცენტრალური მცველი და მატჩის ბედის გადამწყვეტი ფორვარდი სჭირდება.
მოურინიოს სეზონის ბოლოს ლუი ვან გაალის შემცვლელად მოიაზრებენ, Sky Italia კი იტყობინება, რომ მან უკვე დაიწყო "ოლდ ტრაფორდზე" სამუშაო გეგმის შედგენა.
კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი პორტუგალიელი სპეციალისტის ორი სამიზნეა, the Sun კი იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" მზად არის, ორივე მათგანს შეელიოს ზაფხულში.
"იუნაიტედი" რამოსის შეძენას გასულ ზაფხულს ცდილობდა, რონალდუ კი დიდი ხანია იმყოფება ედ ვუდვორდის რადარზე.
"წითელი ეშმაკების" სამიზნეთა სიაში მილანის "ინტერის" თავდამსხმელი, მაურო იკარდიც შედის. ფორვარდს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას წარსულშიც უკავშირებდნენ, Corriere dello Sport იტყობინება, რომ ზაფხულში იკარდის შეძენა შესაძლებელი იქნება.
Metro-ს მტკიცებით, არგენტინელი ფორვარდი "ჩელსის" სამიზნეცაა, სადაც ზაფხულში ანტონიო კონტე იმუშავებს.
Don Balon-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" და "ლივერპული" "ვალენსიას" ნახევარმცველის, სოფიან ფეგულისთვის იბრძოლებენ.
წყარო:
M.E.N.