ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველის, ლუკ შოუს გამოჯანმრთელების პროცესს აკვირდება.
20 წლის მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან მატჩში ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო და მოედანს ჯერ კიდევ არ დაბრუნებია. ჰოჯსონს იმედი აქვს, რომ ინგლისელი სეზონის ბოლომდე გამოჯანმრთელდება.
"ლუკ შოუს კვლავ ვაკვირდებით და ვიცი, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. იმედი მაქვს, მაისში, როცა გადაწყვეტილების მიღება მომიწევს საფრანგეთში წასვლის კანდიდატთა თაობაზე, მასზე აქცენტის გაკეთება შემეძლება", - განაცხა ჰოჯსონმა.
"ფულჰემის" ყოფილმა მწვრთნელმა უეინ რუნისთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ "იუნაიტედის" კაპიტანი აპრილში დაუბრუნდება მოედანს.
"ჩვენი ექიმი კლუბის მედიკოსებს ესაუბრა და გვითხრეს, რომ მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 6 კვირა დასჭირდება. მოვლენათა ყველაზე ცუდად განვითარების შემთხვევაში ამ ვადას 1-2 კვირა დაემატება, ანუ აპრილის პირველ კვირაში მზად უნდა იყოს სათამაშოდ".
რუნიმ ტრავმა 13 თებერვალს "სანდერლენდთან" მატჩში მიიღო და ახლა ფეხის ფიქსაციისთვის სპეციალურ დამცავს ატარებს.