"ვესტ ჰემის" ნახევარმცველმა ჯო კოულმა თქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რობინ ვან პერსის მსოფლიოში მესამე ადგილას არის თავდამსხმელებს შორის.
შაბათს, ინგლისის თასის შეხვედრაში "ვესტ ჰემმა" "მანჩესტერ" იუნაიტედს უმასპინძლა, სადაც ჯომ ორი საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის. მატჩის 90-ე წუთზე გიგსის პასით ვან პერსიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა და გადაარჩინა ,,იუნაიტედი'' ინგლისის თასიდან გამოვარდნით. თამაშის ანგარიში კი 2:2 დასრულდა.
კოული არ მალავს აღფრთოვანებას ვან პერსის ნიჭის მიმართ, რომელმაც 20 გოლი გაიტანა 26 მატჩში.
"თუ ჩვენ გამოვრიცხავთ რონალდოს და მესის, ვან პერსი ალბათ მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი იქნება".- თქვა ჯო კოულმა.
"ის არსენალში დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ფლანგზე, თუმცა როდესაც იგი თავდასხმის ცენტრში გადაიყვანეს, შესაძლებლობა მიეცა მისი ნიჭის გამოყენების. ის უძლიერესი ფეხბურთელია. დიდი სიამოვნებით ვუყურებ მის მატჩებს. ვან პერსისთან თამაში ძალიან რთულია." - განაცხადა კოულმა Goal.com-თან ინტერვიუში.