ვან გაალი გუნდის მდგომარეობა საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ვან გაალი აცხადებს, რომ ამ მიზეზით გამოწვეული სიხარული კიდევ უფრო მძაფრი იქნება, როცა ტრავმირებული ფეხბურთელები გუნდს დაუბრუნდებიან.
"წითლებმა" ცხრა დღეში დაამარცხეს "შრუსბერი თაუნი", "არსენალი", "მიდტიულანდი" და "უოტფორდი", თუმცა გუნდს 13 ტრავმირებული ფეხბურთელი ვერ ეხმარებოდა.
ამ ყველაფრის ფონზე, ვან გაალი ამაყობს, რომ გუნდმა შემადგენლობაში არსებული პრობლემების მიუხედავად, წარმატებული შედეგების ჩვენება მოახერხა. მატჩის შემდგომ ინტერვიუში ვან გაალმა გუნდის პროგრესირებით კმაყოფილება გამოხატა, მაგრამ სურს, თუნდაც ერთ მატჩში შეეძლოს ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს შორის სრული არჩევანის გაკეთება.
"ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ. ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ფანტასტიკურია, მაგრამ ამჟამად ძალიან პატარა შემადგენლობა გვყავს. ფეხბურთელები ბრუნდებიან, მაგრამ ჯერ კიდევ მიწევს პრობლემის მოგვარება ჩემს განლაგებაში, თანაც, ყოველ კვირაში.
როცა ფეხბურთელები ბრუნდებიან, ბოლომდე ფორმაში არ არიან. გამოჩნდა, როგორი პრობლემები ჰქონდა როხოს. ასეთ ფეხბურთელებს 20 წუთს ვაძლევ, მერე 50 წუთს, დღეს კი 70 წუთი მივეცი და ეს პრემიერ ლიგის მატჩებში უნდა გავაკეთო. უკეთესია, ეს მეორე გუნდში გააკეთო, მაგრამ იძულებული ვარ. ბოლო ოთხი მატჩი დიდებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ".ოთხშაბათს შემდგარი მატჩი 43-ე შეხვედრა გამოდგა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მიმდინარე სეზონში, წინ კი მინიმუმ 13 მატჩია დარჩენილი პრემიერ ლიგაში, ევროპის ლიგასა და ინგლისის თასზე. ეს რიცხვი გაიზრდება, თუკი "ლივერპულსა" და "ვესტ ჰემს" "წითლები" უკანასკნელ ორ ტურნირზე დაამარცხებენ.
"სტატისტიკა ნახეთ იმისა, თუ რამდენი ფეხბურთელია ტრავმირებული და რა ვადით. ხედავთ, რამდენად რთულია ეს, მაგრამ ჩემპიონატის პირველ ოთხეულში დასრულების შანსი მაინც გვაქვს. ასევე ვართ ინგლისის თასის მეოთხედფინალში და ევროპის ლიგის მერვედფინალში. ვფიქრობ, ცუდი არ არის.
შეიძლება, წინ კიდევ 20 მატჩი გვქონდეს, 43 კი უკვე ჩავატარეთ, რაც ჯამში 60-ზე მეტი გამოდის. როცა "ბაიერნის" მწვრთნელი ვიყავი, სეზონში 55 შეხვედრა ჩავატარეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. მოლოდინის გამართლება ძალიან რთულია".წყარო:
manutd.com