პრემიერ ლიგის 28-ე ტურის სიმბოლური გუნდი.
პრემიერ ლიგის ოფიციალური საიტი, ტრადიციულად, ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი: დავიდ დე ხეა და ხუან მატა მოხვდნენ.
გასულ ტურში მანჩესტერელებმა "უოტფორდი" დაამარცხეს. მატჩში თავის გამოჩენა ხუან მატამ მოახერხა, რომლის ერთადერთი გოლის წყალობით "იუნაიტედმა" გამარჯვების მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ დავიდ დე ხეამ კარის მშრალად შენახვა მოახერხა, ეს "იუნაიტედისთვის" მე-13 მშრალი მატჩი გამოდგა, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში.
პრემიერ ლიგის 28-ე ტურის სიმბოლური გუნდიმეკარე: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი")მცველები: სტივ კუკი ("ბორნმუთი"), ეშლი უილიამსი ("სუონსი"), რამირო ფუნეს მორი ("ევერტონი"), კენედი ("ჩელსი")
ნახევარმცველები: ჯეიმს მილნერი ("ლივერპული"), ადამ ლალანა ("ლივერპული"),
ხუან მატა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ხერდან შაქირი ("სტოკ სიტი")
თავდამსხმელები: რობერტო ფირმინო ("ლივერპული"), კონორ უიკჰემი ("კრისტალ პალასი')