თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2016, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1810,
კომენტარები: 7
ერერა: "არასდროს დავნებდებით"
ანდერ ერერას კომენტარი "უოტფორდთან" მატჩის შემდგომ.
ერერა:
ანდერ ერერა აცხადებს, რომ იგი და მისი თანაგუნდელები უკანასკნელ შესაძლებელ მომენტამდე იბრძოლებენ პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" რთულ მატჩში დაამარცხა "უოტფორდი" პრემიერ ლიგის ტურში, რომელშიც "არსენალმა", "ტოტენჰემმა" და "მანჩესტერ სიტიმ" 3-3 ქულა დაკარგეს. შედეგად, ამჟამად "იუნაიტედი" მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო ვერ არის მეოთხე ადგილზე, თუმცა "სიტის" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" ტელევიზიასთან საუბრისას ერერამ განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა კვლავ ირწმუნეს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შესაძლებლობის: "გულახდილები უნდა ვიყოთ, კარგად არ გვითამაშია. უნდა ვისწავლოთ ისეთი მატჩების მოგება, რომლებიც ცუდ ამინდში იმართება.

მატჩის დასაწყისში ბურთით ცუდად ვთამაშობდით და მეტოქეს რამდენიმე შანსი შევაქმნევინეთ, მაგრამ თუკი გვსურს ბრძოლა ყველაფრისთვის, მათ შორის ოთხეულისთვის, ასეთი მატჩები უნდა მოვიგოთ. ვაჩვენებთ სწრაფვას იმისკენ, რომ ბოლომდე ბრძოლა გვსურს და მაშინაც კი, როცა კარგად ვერ ვთამაშობთ, გამარჯვების გვჯერა".


"ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვების შემდეგ ნოემბრის შემდეგ "იუნაიტედმა" პირველად მოიგო პრემიერ ლიგის ზედიზედ ორი მატჩი. "წითლების" მომდევნო მეტოქე კვირას ვესტ ბრომი" იქნება.

"პრემიერ ლიგაში ვერასდროს გამოიცნობ, რა მოხდება მომდევნო მატჩში. უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და უნდა ვიყოთ თავმდაბლები, ამჯერად ჩავდივართ "ვესტ ბრომში", რომელმაც ჩემპიონატის ლიდერს ფრე ეთამაშა, ასე რომ, ადვილი არ იქნება. მაგრამ როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ხარ, ასეთი მატჩების მოგება უნდა ისწავლო.

რამდენიმე კვირის წინ ცუდად ვთამაშობდით და წავაგეთ ის შეხვედრები, რომლებიც არ უნდა წაგვეგო. ორი გამოსავალი გვქონდა: ან დანებება, ან ბოლომდე ბრძოლა, ჩვენ კი სწორედ ამის გაკეთება გვინდა.

ოთხეულში მოხვედრა გვსურს, მაგრამ ეს არ იქნება ადვილი, რადგან ჩვენი კონკურენტებიც კარგი მეტოქეები არიან, მაგრამ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს მოსაგები - სამი ტურნირი.

ვფიქრობ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თუ ჩვენს მეტოქეებს ჩვენი დამარცხება სურთ, მათაც ბოლომდე ბრძოლა მოუწევთ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 მარტი 2016 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაზე მეტად ერერაში რაც მომწონს არის ის, რომ ბოლომდე აქვს გააზრებული სად თამაშობს და მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. სასურველ ფორმაში ნამდვილად არაა, მაგრამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია რა თქმა უნდა. რაც შეეხება ოთხეულის შანსებს, შანსები არის, მაგრამ აქამდე ესე უაზროდ რო ვკარგავდით ქულებს ელხა აღარ უნდა დავკარგოთ, თორე მერე უკვე მართლა არარეალური იქნება ლიგაზე მოხვედრა.
0
№2
ავტორი: always ReD
4 მარტი 2016 11:19
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
არეტყობა თქვენს თამაშს რო არასდროს დანებდებით derpneutral
0
№3
ავტორი: GeorgeBest
4 მარტი 2016 11:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე მეტად ამ ფეხბურთელში ის მევასება რომ ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მოედანზე და იცის სადაცაა, იცის კლუბის და გულშემატკივრის პატივისცემა. ეს ფარავს იმას რომ ზე კლასის არაა
0
№4
ავტორი: nika_nikusha
4 მარტი 2016 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მე კიდე ამაში ყველაზე მაგრად რაც მევასება ისაა რომ სულ ბურთს ეძებს, დააკვირდით ყველას ეხსნება და ცდილობს რაც შეიძლება მეტჯერ მიიღოს ბურთი, სულ მოძრაობს derpthumb
0
№5
ავტორი: Count Alucard
4 მარტი 2016 15:39
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
კიდევ ერთი წარმატებული ტური და ოთხეულშიც შევალთ, თუმცა როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" სირცხვილია ოთხეულში შესვლაზე რომ ფიქრობ...
0
№6
ავტორი: RojoDiablo
4 მარტი 2016 15:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვიბრძვით იმისთვის, რაც სიტუაციამ მოგვიტანა და მე სულაც არ მრცხვენია, რომ დღეს ოთხეულში მოხვედრაა ჩვენი მთავარი მიზანი. გუნდი ჯერ კიდევ გარდაქმნის პროცესშია და ამ დროს არ შეიძლება ყველაფერი იდეალურად იყოს. მთავარი ისაა, რომ სურთ და აპირებენ. დანარჩენს ეშველება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Mufc7
4 მარტი 2016 20:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
როგორ მიყვარს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top