მადრიდის "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი, რამონ კალდერონი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავლენ.
ესპანურ გრანდში არსებული მდგომარეობა სახარბიელო არ არის, ამიტომ "რეალის" ირგვლივ ბევრი მითქმა-მოთქმა ვრცელდება, კალდერონი კი თავის ინფორმაციას ამხელს. "დღეს დილით გავიგე, რომ სერხიო რამოსი და კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავლენ, მაგრამ სეზონის ამ დროს ყოველთვის არის ასეთი ინფორმაცია.
ნათელია, რომ აგენტები და მრავალი ადამიანი ეცდებიან ამ ჭორების გარკვევას, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, მათ წასვლა არ უთხოვიათ და მხოლოდ სეზონზე ფიქრობენ.
ფეხბურთელებს მიმდინარე სეზონში გუნდის შედეგების შეცვლა სურთ და ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეცდებიან, ამიტომაც არ იფიქრებენ ამაზე.
იქნებ მართალიც არის, ამ ფეხბურთელებთან მიმართებაში ვერაფერს გაიგებ. თუ წასვლას მოისურვებენ, გააკეთებენ კიდეც, თუმცა ახლა ასე არ ვფიქრობ".