მარკუს რეშფორდი თებერვლის თვეში "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
18 წლის ფეხბურთელმა გამოკითხულთა ხმების 56 პროცენტი მიიღო, რითაც მემფის დეპაის (31%) და ჯესი ლინგარდის (13%) აჯობა.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" რიგებში მარკუსმა თებერვალში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, ევროპის ლიგაზე "მიდტიულანდისა" და პრემიერ ლიგაში "არსენალის" წინააღმდეგ ნაჩვენები თამაში სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჯილდო მოეპოვებინა. რეშფორდმა ამ ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.