ლუი ვან გაალმა "უოტფორდთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ახალგაზრდა მცველი ტიმოთი ფოსუ-მენსა შეაქო.
მცველმა პირველი შეხვედრა ჩაატარა კლუბის სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო დებიუტი "არსენალის" წინააღმდეგ კვირას ჰქონდა. ვან გაალმა ფოსუ-მენსა ცენტრალურ მცველად დეილი ბლინდის გვერდით გაამწესა, ხოლო მარცხენა ფლანგი მარკოს როხომ ჩაიბარა.
ფოსუ-მენსამ პირველივე ტაიმში მიიღო ყვითელი ბარათი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არ ერიდებოდა ვარდნებს და მოწინააღმდეგეს უკანასკნელ მომენტში ართმევდა ბურთს.
18 წლის ჰოლანდიელი "უოტფორდის" გამორჩეული ფეხბურთელების, ტროი დინისა და ოდიონ იგალოს წინააღმდეგ თამაშობდა, თუმცა გუნდს თვის განმავლობაში პირველი "მშრალი" მატჩის ჩატარებაში დაეხმარა.
მაიკლ კერიკის დასვენების შედეგად ფოსუ-მენსამ თავისი შანსი საუკეთესოდ გამოიყენა, მწვრთნელმა კი მატჩის შემდეგ მის შესახებ ისაუბრა. "ტიმოთიმ სამჯერ გვიხსნა. ვფიქრობ, თავისი სისწრაფის გამო.
ძალიან მიხაროდა, რომ მოედანზე იმყოფებოდა. მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლა სურდა, მაგრამ მოედანზე დავტოვე, რადგან კარგად თამაშობდა".