ლუი ვან გაალის კომენტარი მოგებული მატჩის შემდეგ.
ლუი ვან გაალი მოხარულია 9 დღეში მოპოვებული მეოთხე გამარჯვებით და "უოტფორდთან" მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
შედეგის შესახებ"ფეხბურთელების გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბოლომდე იბრძოლეს და იცოდნენ, რომ ჩვენი კონკურენტები მარცხდებოდნენ. ჩვენ გამარჯვება გვინდოდა, აუცილებლად უნდა მოგვეგო "უოტფორდთან" სახლში, ჩემი აზრით, მაგრამ ქარის გამო რთული თამაში გამოდგა. ფიზიკური თამაში იყო და როცა ჩვენი მეტოქეების გაბარიტებს ჩვენსას შეადარებ, დაინახავ, რომ ძალიან გაგვიჭირდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ და გოლი გავიტანეთ, ასე რომ, მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ".
"უოტფორდის" თამაში"უოტფორდმა" ძალიან კარგად ითამაშა, მაღალ პრესინგს მიმართავდნენ და ამით სირთულეები შეგვიქმნეს. ბევრი შანსი შევაქმნევინეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათი პრესინგის ბრალი იყო, ამას ვერ უარვყოფ. ჩვენც გვქონდა ჩვენი შანსები და გამარჯვებით მოხარული ვარ - შესაფერის დროს მოვიპოვეთ".
ხუან მატას პოტენციური ცვლილება"სიმართლეა, რადგან იმ დროს კარგად თამაშობდა. კარგი პერიოდი გვქონდა, ასე რომ, მისი შეცვლა აღარ ვისურვე, თავდამსხმელად მარსიალის გადაყვანით სქემა შევცვალე და რეშფორდი მარჯვენა ვინგერად გავამწესე. ამ დროს უკეთესი სქემა გვქონდა, ამიტომ ამის შეცვლა არ მინდოდა. შემდეგ ხუანმა გაიტანა, მე კი ბედნიერი ვიყავი, რომ დავტოვე".
ბოლო დროინდელი ფორმა"ვესტ ბრომსაც" უნდა მოვუგოთ, რადგან ასე უნდა გაგრძელდეს და შემდეგ კონკურენტებს მივუახლოვდებით. "არსენალის" წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, დღესაც უფრო მეტს ვიბრძოდით. "უოტფორდმა" საქმე გაგვირთულა, ასე რომ, გამარჯვებას კარგი გემო აქვს, მით უმეტეს, რომ კონკურენტებმა წააგეს".
გუნდური სული"ჩვენ ვიბრძვით. ბრძოლაში შეგვიძლია, ფანტასტიკური მატჩები ჩავატაროთ "არსენალის" წინააღმდეგ, ვფიქრობ, "მიდტიულანდის" წინააღმდეგაც ძალიან კარგად ვითამაშეთ. "შრუსბერი თაუნის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება მოგებათა დასაწყისი იყო; ვფიქრობ, ახალგაზრდებმა დიდი სულისკვეთება შეგვძინეს და ახლა გასახდელ ოთახში სრულ მხიარულებსა და მოთამაშეთა ღიმილს ვხედავ, ამის დანახვა შესანიშნავია. ვფიქრობ, ეს მოთამაშეთა აღდგენით პროცესს მხოლოდ წაადგება".
წყარო:
manutd.com