დეილი ბლინდი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის როლს კარგად უმკლავდება და ამხელს, თუ რა დაეხმარა მას წარმატების მიღწევაში.
"იუნაიტედის" ოფიციალური ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰოლანდიელმა აღიარა, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე თავს კარგად გრძნობს და თავისი თამაშით კმაყოფილია.
კრის სმოლინგთან დამყარებული პარტნიორობის შემდეგ "მიდტიულანდისა" და "არსენალის" წინააღმდეგ ბლინდმა მაიკლ კერიკის გვერდით ითამაშა ცენტრალურ მცველად, რაზეც ფიქრობს, რომ კარგად ასრულებს თავის როლს.
"ამ პოზიციაზე თავს კარგად ვგრძნობ. რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარეთ მე და კრის სმოლინგმა, რა თქმა უნდა, მაიკლ კერიკმაც, რომელმაც "მიდტიულანდთან" ითამაშა ამავე პოზიციაზე და იგივე ტიპის ფეხბურთელია, როგორიც მე. მიმდინარე სეზონში ცენტრში ძალიან განვვითარდი.
დავამტკიცე, რომ ცენტრალურ მცველს მხოლოდ ფიზიკური ძალა არ სჭირდება. აქ სწრაფად ფიქრი და სწორ პოზიციაზე ყოფნაა საჭირო. ვფიქრობ, თავს ვართმევ. წინაც ვიხედები, მაგრამ ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ჩემი საქმე ვიცი და ამიტომაც ვარ დაცვაში. ჯერ ნახევარდაცვამდე მიმაქვს ბურთი, შემდეგ ნახევარდაცვაში ვთამაშობ.
საჭიროა თამაშის აგება და ეს ჩემი ერთ-ერთი სიძლიერეა. მინდა, გუნდს ეს შევძინო და ეს არის ჩემი საქმე", - განაცხადა ჰოლანდიელმა მცველმა.