"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ მის გუნდს პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლა შეუძლია.
"წითელი ეშმაკები" მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურს 3 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა კონკურენტ "სიტის" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩასატარები.
"უოტფორდის" შემდეგ "იუნაიტედი" ოთხეულისთვის ბრძოლას "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაგრძობს, შემდეგ "ლივერპულს" ევროპის ლიგაზე შეხვდება, ხოლო მოგვიანებით, ინგლისის თასზე "ვესტ ჰემ იუნაიტედს".
"ტურნირების გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ, ჩემპიონატში და ინგლისის თასზე. თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ უამრავი არასაჭირო ქულა გავანიავეთ.
ახლა სამი ქულით ჩამოვრჩებით "სიტის", 7 ქულით "არსენალს" - ეს ძალიან ბევრია. უნდა გავიმარჯვოთ და ეს რთულია, რა თქმა უნდა, თუმცა შესაძლებელი.
ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარო. ბედნიერი ვარ, რომ "არსენალი" დავამარცხეთ, რადგან ეს ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ახლა "უოტფორდი" უნდა დავამარცხოთ.
ასე უნდა გაგრძელდეს და მესამე ან მეოთხე ადგილზე გასვლა შესაძლებელი იქნება. ჯერ მოვიგოთ, დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთ", - განაცხადა ვან გაალმა.