ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გასახდელ ოთახში გუნდური სულისკვეთების ასამაღლებლად გარკვეულ ცვლილებებს მიმართა.
"იუნაიტედმა" ბოლო სამი მატჩიდან სამივე მოიგო, მათ შორის "არსენალის" წინააღმდეგ 3-2. ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოჩენამ გასახდელ ოთახში განწყობა აამაღლა. გარდა ამისა, მისი აზრით, ყოველდღიურმა ცვლილებებმაც განაპირობა ცვლილება.
"ვფიქრობ, ატმოსფერო ყოველთვის მნიშვნელოვანია. როცა სამუშაოზე მიდიხარ და მოწყენილობაა, თვალდახუჭული შედიხარ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გასახდელ ოთახში ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ატმოსფეროს შესახებ. მიდგომაში, სტრუქტურასა და დღის რიტმში ცვლილებები შევიტანე, რათა ატმოსფერო გამეუმჯობესებინა.
ფეხბურთში, სპორტში ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად უნდა გაიმარჯვო, ასე რომ, ახლა სამჯერ მოვიგეთ და ყველა ბედნიერია - გულშემატკივარი, მედიაც კი ბედნიერია. ეს დაუჯერებელია", - განაცხადა ვან გაალმა.