თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2016, 19:05
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2968,
კომენტარები: 10
განაცხადი "უოტფორდთან" მატჩისთვის
ვან გაალი შანსს კიდევ ერთ ახალგაზრდას მისცემს.
განაცხადი
თბილისის დროით 00:00 საათზე "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის 28-ე ტურში "უოტფორდს" დაუპირისპირდება და თანაქალაქელ "სიტისთან" ქულების შემცირებას შეეცდება.

როგორც მოგეხსენებათ, "წითლებს" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ, მათი ლაზარეთი სავსეა წამყვანი და ლიდერი მოთამაშეებით, თუმცა ლუი ვან გაალის მიერ დაწინაურებული ახალგაზრდები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს დანაკლისი არ იგრძნობოდეს. "უოტფორდის" წინააღმდეგ კიდევ ერთი მოთამაშის დებიუტი შეიძლება შედგეს და ეს ჯო როთუელია, რომელიც ვან გაალმა 18-კაციან განაცხადში შეიყვანა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდთან ერთად სასტუმროში იმყოფება მატეო დარმიანი და ენტონი მარსიალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მინიმუმ სათადარიგოთა შორის იქნებიან.

წინა მატჩისგან განსხვავებით, განაცხადში არ არიან მაიკლ კერიკი, ადნან იანუზაი და ანდრეას პერეირა. კერიკის არყოფნა ნიშნავს იმას, რომ "იუნაიტედს" არც კაპიტანი და არც ვიცე-კაპიტნები არ ეყოლებიან, საინტერესოა, ვინ მოირგებს კაპიტნის სამკაურს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" სრული განაცხადი: დე ხეა, რომერო, დარმიანი, ვარელა, ბლინდი, როხო, პული, რაილი, ფოსუ-მენსა, შნეიდერლინი, ერერა, როთუელი, მატა, დეპაი, ლინგარდი, უეირი, მარსიალი, რეშფორდი.
სურათები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
2 მარტი 2016 19:08
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
იმედია დარმიანს ცენტში დააყენებს ბლინდთან ერთად და ვარელას ხელს არ ახლებს :/ ხო კიდე კაპიტანი ალბათ დე ხეა იქნება მარა ერერა რო იყოს ძაან მინდა love
0
№2
ავტორი: ilker
2 მარტი 2016 19:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ციტატა: Wardell
იმედია დარმიანს ცენტში დააყენებს ბლინდთან ერთად და ვარელას ხელს არ ახლებს :/ ხო კიდე კაპიტანი ალბათ დე ხეა იქნება მარა ერერა რო იყოს ძაან მინდა love

ereras ar ekutvnis an de gea an lingardi (ar minda misi tamashi, mara mainc)
0
№3
ავტორი: Wardell
2 მარტი 2016 19:29
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ციტატა: ilker
ციტატა: Wardell
იმედია დარმიანს ცენტში დააყენებს ბლინდთან ერთად და ვარელას ხელს არ ახლებს :/ ხო კიდე კაპიტანი ალბათ დე ხეა იქნება მარა ერერა რო იყოს ძაან მინდა love

ereras ar ekutvnis an de gea an lingardi (ar minda misi tamashi, mara mainc)


რატო არ ეკუთვნის?
0
№4
ავტორი: MUfan#1
2 მარტი 2016 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
მე ან დე ხეა მგონია ან მატა კაპიტნად.
0
№5
ავტორი: rezimankunia
2 მარტი 2016 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
De geas ukapitnebs didi albatobit
0
№6
ავტორი: GeorgeBest
2 მარტი 2016 20:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერეირა ჯერ არ დამწნილებულა ალაბათ
0
№7
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2016 20:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სმოლინგის დაბრუნების იმედი მქონდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: AkkRed
2 მარტი 2016 21:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მეგონა სმოლინგი იქნებოდა. პერეირას სკამზე სვამდა ახლა მაგასაც არ შვრება
0
№9
ავტორი: mamuka 4
2 მარტი 2016 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
დე ხეა . ვარელა ბლინდი.როხო.რაილი . მორგანი . ერერა.მატა. მარსიალი და დეპაი ფლანგებზე და ცენტრი რეშფორდი wink
0
№10
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2016 22:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: AkkRed
მეგონა სმოლინგი იქნებოდა. პერეირას სკამზე სვამდა ახლა მაგასაც არ შვრება

რეზერვებში ათამაშა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top