ლონდონში გამართულ საიდუმლო შეხვედრას ამერიკელებიც დაესწრნენ.
პრემიერ ლიგის ხუთმა კლუბმა სამშაბათს ლონდონში საიდუმლო შეხვედრა მოაწყო საერთაშორისო ჩემპიონთა თასისა და ევროპული ფეხბურთის პოტენციურ ცვლილებასთან დაკავშირებით.
"მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "არსენალი" და "ლივერპული" პარკ ლეინზე მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "დორჩესტერში" ამერიკელი მილიარდერის, სტეფან როსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ედ ვუდვორდი, "წითელი ეშმაკების" აღმასრულებელი დირექტორიც დამსწრეთა შორის იყო. იქვე იყო "ჩელსის" დირექტორი ბრიუს ბაკი, არსენალის აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი, "სიტის" აღმასრულებელი დირექტორი ფერნა სორიანო და "ლივერპულის" აღმასრულებელი დირექტორი იენ ეირი.
ედ ვუდვორდი ხუთ სხვადასხვა კლუბის წარმომადგენელთა შორის ერთ-ერთი იყო
"ლივერპულის" აღმასრულებელი დირექტორი ეინ ეირი (მარცხნივ) და "ჩელსის" დირექტორი ბრიუს ბაკი (მარჯვნივ)
"მანჩესტერ სიტის" აღმასრულებელი დირექტორი ფერან სორიანო (მარცხნივ) და "არსენალის" აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი (მარჯვნივ)
როსმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა, რომელიც "მაიამი დოლფინზის" მფლობელია და მის ანგარიშზე სამი მილიარდი ირიცხება, შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და ავსტრალიაში ტურნირი საერთაშორისო ჩემპიონთა თასი დაარსა.
შეხვედრაზე ხუთი კლუბის წარმომადგენლებმა წინასასეზონო ტურნირზე მონაწილეობაზე ისაუბრეს და ასევე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება დაარსდეს ევროპის სუპერ ლიგა.
წყაროსთან დაახლოებულმა პირმა პრესას განუცხადა, რომ ევროპის ამჟამინდელ ფორმატში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება ინგლისის ფარგლებს გასცდება.
პრემიერ ლიგასა და ტელევიზიას შორის მიღწეული 5-მილიარდიანი შეთანხმების შედეგად თითოეული ეს კლუბი სეზონში 100 მლნ. ფუნტს მიიღებს.
"იუნაიტედი", "არსენალი", "ჩელსი", "არსენალი" და "ლივერპული" პოტენციურ ცვლიბებეს განიხილავდნენ, რომელიც სავარაუდოდ ევროპის სუპერ ლიგას შეიცავს. თუმცა ეს არ იქნება პრემიერ ლიგის შემცვლელი ტურნირი.
უეფა დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება ჩემპიონთა ლიგის გამო, რადგან ევროპის საკლუბო ასოციაციას ფორმატის შეცვლა სურს.
"მილანის" დირექტორი უმბერტო განდინი ამ საკითხში დიდ გავლენას ფლობს და ეს პროცესი გასულ თვეში დაიწყო, წლის ბოლოს კი დასრულდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" უეფა-ს გადაწყვეტილებებით კმაყოფილია, ამიტომ არავითარი ცვლილების სურვილს არ გამოთქვამს.
ევროპის სუპერ ლიგის შესაძლო დაარსებასთან დაკავშირებით, უეფა-ს გენერალურმა მდივანმა, ჯანი იფანტინომ განაცხადა, რომ ევროპულმა ფეხბურთმა ამაზე არ უნდა იდარდოს.
სტეფან როსი
სასტუმრო "დორჩესტერი", სადაც ხუთი კლუბის წარმომადგენლის შეხვედრა შედგა
"უკვე მიმდინარეობს განხილვა იმისა, თუ როგორ შეიძლება საკლუბო ტურნირების გაუმჯობესება.
ამ მხრივ ვერავითარ საყურადღებო თემას ვერ ვხედავ. სუპერ ლიგა უკვე არსებობს და მას ჩემპიონთა ლიგა ჰქვია", - ჯანი ინფანტინო.
უნალ აისალმა, "გალათასარაის" დირექტორმა სამი წლის წინ განაცხადა, რომ ევროპის დიდი კლუბები ევროპის სუპერ ლიგის დაარსებას ხელს უშლიან.
აისალი და "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა აგნელი 2013 წელს ცდილობდნენ ჩემპიონთა ლიგის შეცვლასა და მასთან მიახლოებული ტურნირის დაარსებას, რომელიც ევროპის ტოპ-20 კლუბისგან უნდა შემდგარიყო.
უეფა-მ და ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელობამ პრესას განუცხადა:
"უეფა შესაბამის ორგანოებთან, მათ შორის ევროპის საკლუბო ასოციაციასთან კონსულტაციის შედეგად მისი ტურნირების ფორმატებს განიხილავს. მაგიდაზე არავითარი კონკრეტული გეგმა არ დევს და ამჯერად ახალი სამწლიანი ციკლი დაიწყო, რადგანაც ყველაფერს ახლა ვკიდებთ ხელს. ამჟამად მეტი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია".წყარო:
dailymail