თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2013, 16:15
ავტორი: Hernandez,
ნანახია: 2384,
კომენტარები: 11
FA თასის მიმოხილვა
ინგლისის ასოციაციის თასის მე-3 რაუნდის მიმოხილვა
FA თასის მიმოხილვა
ინგლისის თასი. მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდი.
05.01.2013. ლონდონი. „ეპტონ პარკი“. 32 922 მაყურებელი.
ვესტ ჰემი - მანჩესტერი - 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ტომ კლევერლი (23. ხავიერ ერნანდესის პასით), 1:1 ჯეიმს კოლინზი (27. ჯო კოულის პასით), 2:1 ჰეიმს კოლინზი (59. ჯო კოულის პასით), 2:2 რობინ ვან პერსი (90+1. რაიან გიგზის პასით)

ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, კოლინზი, ტომკინსი, პოტსი, კოლისონი, ალუ დიარა (73. ნოუბლი), ნოლანი, ჯო კოული (78. ტეილორი), რიკარდუ ვაშ ტე (62. ჯერვისი), კარლტონ კოული.

სათადარიგოები: შპიგელი, რიდი, სპენსი, ლი.

მწვრთნელი: სემ ელერდაისი (ინგლისი)

მანჩესტერი: დე ხეა, სმოლინგი (78. გიგზი), ევანსი, ვიდიჩი, ბიუტნერი, რაფაელი, სქოულზი (68. ანტონიო ვალენსია), კლევერლი, კაგავა, უელბეკი, ხავიერ ერნანდესი (68. ვან პერსი).

სათადარიგოები: ლინდეგორი, რიო ფერდინანდი, ეშლი იანგი, მაკედა.

მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია)

გაფრთხილება: კოლისონი (38) - სქოულზი (24), ვიდიჩი (83)

არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ლიდსი, ინგლისი)

FA თასის მიმოხილვა


ინგლისის თასის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი წუხელ დაიწყო, დღეს ღამით გაგრძელდება და ხვალ დასრულდება. მე-3 რაუნდი ერთი მატჩისგან შედგება, მაგრამ ამ ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, თუ სათასო შეხვედრა ფრედ დასრულდება, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად, დამატებითი ორი ტაიმი ან პენალტების სერია კი არ ინიშნება, არამედ დამატებითი მატჩი, რომელსაც უკვე სტუმარი გუნდი მასპინძლობს.

ინგლისის თასის მე-3 რაუნდის თამაშებიდან, ლონდონში, „ეპტონ პარკზე“ გამართული შეხვედრა გამოვარჩიეთ, რომელიც ყველაზე დრამატული გამოდგა. „ვესტ ჰემმა“ „მანჩესტერს“ უმასპინძლა და მეტოქეები 2:2 ფრეზე გაიყარნენ. შესაბამისად, ამ წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე მატჩი მანჩესტერში, „ოლდ ტრაფორდზე“ ჩატარდება...

მანამდე კი პირველ მატჩზე ვთქვათ... სერ ალექს ფერგიუსონმა ჰოლანდიელი მეგოლე შეცვლაზე ათამაშა. მანჩესტერელები რობინ ვან პერსის გარეშეც დაწინაურდნენ. ჩიჩარიტოს (ხავიერ ერნანდესი) პასით ტომ კლევერლის მიერ გატანილი გოლი, ჯეიმს კოლინზმა 4 წუთში გაქვითა. კოლინზმა მეორე ტაიმში „ვესტ ჰემი“ დააწინაურა. აღსანიშნავია ის, რომ ჯეიმს კოლინზმა ორივე გოლი „ვესტ ჰემში“ დაბრუნებული ჯო კოულის პასით გაიტანა. ვან პერსიმ ბოლო 22 წუთი ითამაშა და არბიტრის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გატანილი გოლით „მანჩესტერი“ წაგებისგან იხსნა.


FA თასის მიმოხილვა


„ჩელსი“ „საუთჰემპტონს ესტუმრა და დიდ ანგარიშით 5:1 მოიგო. რაფაელ ბენიტესმა ახალწვეული დემბა ბა სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა და სენეგალელმა ფორვარდმაც „არისტოკრატობა“ დუბლით დაიწყო. სტუმართაგან პირველ სწორედ დემბა ბამ გაიტანა. ვიქტორ მოზესისა და ბრანისლავ ივანოვიჩის თითო გოლის შემდეგ, ბამ ერთხელაც საგოლედ გაისროლა, საბოლოო ანგარიში, 5:1 კი ფრენკ ლამპარდმა პენალტით დააფიქსირა.

FA თასის მიმოხილვა


ახალი წლის პირველი სკანდალის მიუხედავად რობერტო მანჩინიმ ძირითადში არა და მარიო ბალოტელი ბოლო 20 წუთით კი ათამაშა. „სიტიმ“ „ ჯანფრანკო ძოლას გუნდს, „უოტფორდს“ უმასპინძლა და კარლოს ტევესის, გარეთ ბარისა და მარკუშ ლოპეშის თითო გოლით, სოლიდურად, 3:0 მოიგო. ამ მატჩის საბოლოო ანგარიში მარკუშ ლოპესმა სწორედ ბალოტელის პასით დააფიქსირა.

ინგლისის თასის მე-3 საკვალიფიკაცო რაუნდის ყველა მატჩის ჩამონათვალს აქვე გაეცნობით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იმ წყვილებში, რომლებშიც ფრე დაფიქსირდა 15-17 იანვარს დამატებითი მატჩი გაიმართება.

FA თასის მიმოხილვა


ლონდონის „არსენალი“ უახლოეს მატჩს, ინგლისის თასის ნახევარფინალში, გამართა და „სუონსისთან“ 2-2 დასრულა. „მეთოფეთა“ თავკაცმა ამ მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა და არც ის დაუმალავს, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი, 8 წლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის თასის კიდევ ერთხელ აღმართვაა.

ეხლა შემოგთავაზებთ შესაძლო შეხვედრებს მე-4 ტურში

„ნორვიჩ სიტი“ – „ლუტონი“
„ოლდჰემი“ – „მენფილდი“ ან „ლივერპული“
„მაკლფილდი“ – „უიგანი“ ან „ბორნმუტი“
„დერბი ქონტრი“ – „ბლექბერნი“
„ჰალი“ ან „ლეიტონ ორიენტი“ – „ბარნსლი“
„მიდლსბრო“ – „ოლდერშოტი“
„მილუოლი“ – „ასტონ ვილა“
„ლიდსი“ ან „ბირმინგემი“ – „ტოტენჰემი“
„ბრაიტონი“ – „სუონსი“ ან „არსენალი“
„კრისტალ პალასი“ ან „სტოკ სიტი“ – „მანჩესტერ სიტი“
„ვესტ ჰემი“ ან „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ფულემი“ ან „ბლექპული“
„საუტენდი“ ან „ბრენტფორდი“ – „ჩელსი“
„რედინგი“ – „შეფილდ იუნაიტედი“
„ჰადერსფილდი“ – „ლესტერი“
„ქპრ“ ან „ვესტ ბრომვიჩი“ – „შეფილს უენსდეი“ ან „მაკ დონსი“
„ბოლტონი“ ან „სანდერლენდი“ – „ჩელტერჰემი“ ან „ევერტონი“


წყარო: soccerway.com
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
7 იანვარი 2013 16:23
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ბაბუმ თასი უნდა მოვიგოთო და ვნახოთ აბა რას ვიზამთ manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Beckham 7
7 იანვარი 2013 16:29
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ეხლა თუ კიდე ფრე ვითამაშეთ დამატებითი იქნება ხო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: Hernandez
7 იანვარი 2013 16:36
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ციტატა: WaZza 10
ეხლა თუ კიდე ფრე ვითამაშეთ დამატებითი იქნება ხო?

კი
0
№4
ავტორი: love united
7 იანვარი 2013 16:59
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ!..მაგარი ნიუსია...
0
№5
ავტორი: always ReD
7 იანვარი 2013 17:00
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
საღოლ კაია ავტორ... თუ მოვიგებთ კაი იქნება მარა ამ თასზე თავის შეკვლა არ ღირს
0
№6
ავტორი: Hernandez
7 იანვარი 2013 17:12
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ბარემ სიახლე გამომიქვეყნეთ რა კიდე
0
№7
ავტორი: Vodafone
7 იანვარი 2013 17:26
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
WaZza 10,
chicharito14,
მე მგონი ესეც თუ ფრე დამთავრდა მესამე თამაში იქნება. ძველი თასების შეხვედრებ რო გადავხედე 3 თამაში ეწერა ხოლმე და რავიცი
0
№8
ავტორი: ლადო
7 იანვარი 2013 17:34
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ავტორ))
0
№9
ავტორი: Wazza
7 იანვარი 2013 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 161
დამატებითი მარტო 2-2 ზე იქნება თუ ლუბოი ფრეზე? სტუმრად გატანილ ბურთებს ენიჭება უპირატესობა?
0
№10
ავტორი: R.V.P.
7 იანვარი 2013 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
იმედია მოვიგებთ ამ თასს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top