უილ კინი გასულ თვეში ინგლისის თასზე "შრუსბერი თაუნთან" გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო ოპერაციას გაიკეთებს.
23 წლის ფეხბურთელი პირველ გუნდში "გრინჰაუს მიდოუზე" მატჩში 71-ე წუთზე შევიდა, როცა ენტონი მარსიალი შეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ კინი ახლოს იყო გოლის გატანასთან, მისი დარტყმული ძელს მოხვდა, კინმა კი დარტყმის მომენტში ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა მოედანი ნაადრევად დატოვა, მისი გუნდი კი 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან ვან გაალს შეცვლები უკვე გამოყენებული ჰქონდა.
ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ კინს მძიმე ტრავმა აქვს და მას ოპერაცია დასჭირდება.
"როტაციას უნდა მივმართო, მარკუს რეშფორდის დახმარებით კი თავდამსხმელის პოზიციაზე უფრო მეტი ფეხბურთელი მყავს. მყავს უეინ რუნი, ენტონი მარსიალი და რეშფორდი - მყავდა უილ კინი, მაგრამ ტრავმა აქვს და ახლა ოპერაცია სჭირდება. როცა მეტი ფეხბურთელი მყავს, როტაციასაც უფრო ხშირად მივმართავ", - განაცხადა ვან გაალმა.