ეზეკიელ ლავესიმ განაცხადა, რომ შეეძლო გადასულიყო "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ ჩინეთის სუპერ ლიგაში თამაში ამჯობინა.
30 წლის ფეხბურთელმა გასულ თვეში დატოვა "პარი სენ-ჟერმენი" და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ჰებეი ჩაინა ფორჩუნთან". არგენტინელი ხელფასის სახით კვირაში 400 ათას ფუნტს მიიღებს.
"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი აცხადებს, რომ ევროპის სხვა კლუბებისგანაც ჰქონდა შეთავაზება.
"ამ კლუბის განვითარების გეგმამ დამაინტერესა. ფინანსურ მხარესთან ერთად ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ გადმოვედი ამ კლუბში.
სწორედ ამიტომ მოვედი. შემეძლო "ჩელსის", "ინტერის" ან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მაგრამ ჩინეთში გადასვლა გადავწყვიტე", - განაცხადა ლავესიმ.