8-03-2016, 20:00
ნანახია: 14739,
კომენტარები: 5
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: ტრებლი
თავი XI (ნაწილი 2)
ჩვენ ვტკბებოდით ამ გამოძახილებით, თან იმ დონემდე, რომ ჯიმი რაიანმა, რომელიც პირველი გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი გახდა სტივ მაკლარენთან ერთად, უკან ათვლა დაიწყო- თითქოს იმ ნაბიჯების დათვლა, რაც წარმატებამდე გაშორებდა. "კიდევ თორმეტი, ბიჭებო", - გვეუბნებოდა იგი მორიგი გამარჯვების შემდეგ. შემდეგ ტერთმეტი, ათი და ასე შემდეგ. ათი თამაში, რომლებშიც ჩვენ ისტორიის შექმნა შეგვეძლო, მაგრამ გზაზე "იუვენტუსი" გადაგვეღობა.
ტურინელებთან სამჯერ დავმარცხდით ბოლო ოთხ თამაშში. ყველაფერთან ერთად, ჩვენ საკუთარი შიში უნდა დაგვემარცხებინა. 1996 წლის შემდეგ, როდესაც მათ როგორც ბავშვები ისე დაგვამარცხეს, იყო შერძნება, თითქოს რასაც ვაკეთებდით გათვლილი იყო იმისათვის, რომ უფსკრული ამოგვევსო ჩვენსა და "იუვენტუსს" შორის. ვხვდებოდით, თუ ახლა ვერ დავამარცხებდით, მაშინ ვერასდროს ვერ მოვახერხებდით ამას. "იუვენტუსი" ისევ ისეთივე ძლიერი გუნდი იყო მონტეროსთან, პესსოტტოსთან, კონტესთან, დეშამთან, დევიდსთან და ზიდანთან ერთად, მაგრამ ჩვენც ვიგებდით ტიტულებს და ვიზრდებოდით, როგორც გუნდი. ისინი კარგები იყვნენ, მაგრამ მათი არ გვეშინოდა.
სახლში ბედი ისევ გავიზიარეთ. პირველ ნახევარში 1:0 ვაგებდით და ბეწვზე ვეკიდეთ. მაგრამ ჩვენ არ დავნებდით და ანგარიშიც გავათანაბრეთ. გიგზმა გოლი უკანასკნელ წამებზე გაიტანა, ამით შანსები გავათანაბრეთ და წაუგებელი სერია გავიხანგრძლივეთ. ამჟამად იგი სამ თვეს უდრიდა.
საპასუხო შეხვედრამდე "სტადიო ელე ალპიზე" ორი კვირა რჩებოდა, ხოლო მანამდე არანაკლებ რთული შეხვედრა გველოდებოდა წინ "არსენალთან" ინგლისის თასის ნახევარფინალში. როდესაც ეს მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა, ჩვენ მივხვდით, რომ იმისთვის ,რათა შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით, საჭირო იყო, ბოლომდე გამოგვეწურა ჩვენი ფსიქოლოგიური და ფიზიკური შესაძლებლობები. ასეთ დროს მთელი გუნდი იმუხტება დადებითად, ამიტომ გადათამაშების დროს "ვილა პარკზე", მოედანზე, ტედი, ოლე და ისპერ ბლუმკვისტი გამოვიდნენ, რათა დასვენების საშუალება ჰქონოდათ კოულს, იორკისა და გიგზს.
ბოსს არაერთხელ დაუტოვებია წამყვანი ფეხბურთელები სკამზე მნიშვნელოვან შეხვედრებში და სწორედ ამიტომ გახდა იგი უდიდესი პიროვნება ფეხბურთის ისტორიაში. ასევე, იგი გახლავთ პირველი, ვინც ლიგის თასი გამოიყენა ახალგაზრდების გამოსაცდელად. იმ დროს ასეთი ქმედების გამო უამრავ კრიტიკას იღებდა, თუმცა დღეს ამას თითქმის ყველა გუნდი აკეთებს. ხალხი შემადგენლობას უყურებდა და ფიქრობდა, რომ ფერგი ჭკუიდან შეშლილიყო, რადგან ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი სკამზე დასვა, თუმცა ბოსი ხვდებოდა, რომ მოთხოვნილება ფეხბურთელების მიმართ შეცვლილიყო. იგი ფეხბურთელთან ერთად ადგამდა ნაბიჯს და ამას ძალიან მამაცურად აკეთებდა.
რამდენად მაგარი გამოდგა ის გადათამაშება- უბრალოდ საუკეთესო, რომელშიც მომიწია თამაში. ორი უდიდესი გუნდი იხარჯებოდა ბოლომდე, ბრძოლა წამითაც არ წყდებოდა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ინგლისის თასის ფინალში გასვლა, მაგრამ ჩვენ უფრო ღრმა მოტივაცია გვქონდა: ამდენი მარცხის შემდეგ "არსენალთან" ჩვენ იძულებულები ვიყავით, გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის და საკუთარი თავისთვის, რომ მათზე უკეთესები ვიყავით.
ჟრუანტელი მივლის მხოლოდ იმ საღამოს გახსენებაზე. ჯერ გაიტანა ბექსმა, შემდეგ ბერკამპმა გაათანაბრა რიკოშეტის ხარჯზე. თუ არ ვცდები, 70-ე წუთზე როიმ წითელი მიიღო. შემდეგ, უკანასკნელ წუთებზე, "არსენალი" თერთმეტმეტრიანს იღებს- შანსი ბერგკამპისთვის, რათა ყველაფერი დაასრულოს და გამოგვაგდოს თასიდან, დაასრულოს ჩვენი ოცნებები ტრებლზე და მისცეს "არსენალს" იმპულსი სეზონის ბოლომდე. მაგრამ შმეიხელმა ბრწყინვალედ მოიგერია მისი დარტყმა.
ხოლო შემდეგ- დამატებითი დრო. დაღლილი პატრიკ ვიეირა ცუდ გადაცემას აკეთებს. გიგზი, ენერგიით სავსე, რადგან იგი ცვლილებიდან გამოვიდა, არაჩვეულებრივ შესვლას აკეთებს და შემდეგ ბურთს კარის ზედა კუთხეში აგზავნის. მან ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა გადალახა და გოლი ინგლისის ნაკრების მეკარეს გაუტანა- აშკარად საუკეთესო მომენტი იყო ინგლისის თასზე, რაც კი ოდესმე მინახავს. იმ საღამოსვე ჩვენ გავიგეთ, რომ გიგზს გულ-მკერდზე ნამდვილი დათვის ბეწვი აქვს.
შეხვედრა წარმოუდგენელი აღმოჩნდა, ყველაზე დრამატული ჩემს კარიერაში. გულშემატკივრები, რომლებიც მოედანზე შემოცვივდნენ, მახსენებდნენ 60-ის სცენას. ჩვენ გულშემატკივართა ტალღაში მოვხვდით, უფრო სწორად, მთვრალ ტალღაში. "ღმერთო ჩემო, ბიჭებო, რა დალიეთ?", - ვფიქრობდი მე. ამდენი ჩემთვის არავის არ უკოცნია, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს სიმთვრალეში გაკეთებული საქციელი იყო.
როდესაც გასასვლელ გვირაბამდე მივაღწიე, დავინახე, რომ ჩვენს გასახდელთან ლი დიკსონი და ტონი ადამსი იდგნენ. მათ ათი წუთი გაატარეს იქ, იმისთვის, რათა ეთქვათ: "ბრწყინვალე თამაში იყო, კარგი ბიჭები ხართ". ეს ნამდვილად ვაჟკაცური საქციელი იყო, რამაც მალდინი გამახსენა. მარცხი ღირსეულად უნდა მიიღო.
გასახდელში ყველგან შამპანიური იყო, თუმცა ხახაში არცერთი არ ჩასულა. იმის გამო, რომ თამაშიდან თამაში გვიწევდა, ჩვენ მხოლოდ ერთი ყლუპის უფლება გვქონდა. საბედნიეროდ, მაშინ უკვე ვიცოდი, რომ საჭირო იყო ტანსაცმლის პირსახოცით გადაფარება, თუ არ გინდოდა, რომ სახლში ალკოჰოლის სუნით ამყრალებული წასულიყავი.
იმ ეპოქაში ჩვენ ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ "ვილა პარკზე". ძალიან მომწონს ეს სტადიონი, ალბათ, ჩემი საყვარელი, თუ "ოლდ ტრაფორდს" არ ჩავთვლით. მას ისტორია და ტრადიციებიც ჰქონდა. იგი ნამდვილი ინგლისური სტადიონია და მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს მეხსიერებაში.
ის "არსენალი" ნამდვილად დიდი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენი დამარცხება შეუძლებელი იყო. ყოველ ჯერზე, როდესაც თამაში უნდა წაგვეგო, ვინმე შმეიხელი, ბექსი, გიგზი, კინო ან იორკი თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და მოგებაში გვეხმარებოდა. იმ გამარჯვების შემდეგ "ვილა პარკზე" მწვრთნელმა გვითხრა: "ჩვენ არასდროს ვნებდებით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება დანებდეთ-სიკვდილია".
ჩვენ ისევ მოგვიწია ჩვენი ხასიათის გამოვლინება ერთი კვირის შემდეგ "იუვენტუსის" წინააღმდეგ. კიდევ ერთ თამაშში კატეგორიიდან "ყველაფერი ან არაფერი". თუმცა, მაშინ ყველა ჩვენი თამაშის ამ კატეგორიაში ჩაწერა შეიძლებოდა.
პირველ გოლზე პასუხისმგებელი მე ვარ. ზიდანმა ბურთი ჩააწოდა და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ბურთი შორეულ ძელს არ მიუახლოვდებოდა, სადაც მე ვიმყოფებოდი. თუმცა ბურთმა მაინც მიაღწია. ფილიპო ინძაგი ზურგს უკან გამექცა ,იმის მიუხედავად, რომ მის შეჩერებას რაგბის ილეთით ვცდილობდი.
შემდეგ ინძაგიმ იაპი დაჩაგრა და რიკოშეტით პეტერს ბურთი გაუვიდა. 2:0 იტალიელების სასარგებლოდ. 99 შემთხვევაში ასეთ დროს არავითარი შანსი აღარ არსებობს. მაგრამ მოგვიანებით ჩვენ კარგი მომენტი შევქმენით და მოულოდნელად ვიგრძენით, რომ ისინი ნერვიულობდენ და ცოტა არ იყოს დაბნეულად გამოიყურებოდნენ. ბექსი შემომიტრიალდა, მუჭი შეკრა და მითხრა: "შენ ხომ იცი, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია".
რამდენიმე წუთის შემდეგ გავიტანეთ. როიმ კუთხურიდან გაიტანა ბექსის ჩაწოდების შემდეგ. თითქოს ჩვენი მებრძოლი სული დაგვიბრუნდა. ჩანაწერი ნახეთ, როდესაც როი ცენტრის ხაზთან გარბის და გოლსაც არ აღნიშნავს, რათა მალე გაგვეგრძელებინა თამაში. თუმცა ჩვენ მთელი საათი წინ გვქონდა. წინ! ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი მოვიგოთ!
ანგარიში შესვენებამდე გავათანაბრეთ იორკის დამსახურებით. თუმცა ამით მწვრთნელი კმაყოფილი არ იყო და დაცვის ხაზს გადაუარა. "ჩვენ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ თქვენ უკეთესი შეგიძლიათ". მას იმედი გაუჩნდა, როგორც ჩვენ.
"იუვენტუსს" რამდენიმე მომენტი ჰქონდა მეორე ნახევარში, მაგრამ როდესაც კოულმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მე ფლანგზე გავიქეცი და აღნიშვნას შევუერთდი. ერთი კვირით ადრე უდიდესი თამაში ითამაშო და შემდეგ ასეთი "ქამბექი" გააკეთო- დაუვიწყარია. დაამარცხო ძლიერი და გამოცდილი მეტოქეები, როგორებიც არიან "არსენალი" და "იუვენტუსი"- წარმოუდგენელია.
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სურათი, რომელიც მატჩის ბოლოს გადაიღეს- მე და ბექსის ჩვენი ფორმები გვიჭირავს და "იუნაიტედის" ემბლემას აღვნიშნავთ. ჩვენ ჩემპიონთა თასის ფინალში ვართ, წარუმატებელი დასაწყისის მიუხედავად. ამ აზრით უბრალოდ გონება გვეკარგებოდა.
თუმცა, ამასთან ერთად, გუნდში დიდი პრობლემებიც გვქონდა. სქოულზმა და კინმა ყვითელი ბარათები მიიღეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი მატჩს "კამპ ნოუზე" გამოტოვებდნენ. როგორც მოგვიანებით დაწერეს, როი სასჯელს ღირსეულად შეხვდა- გაზასგან განსხვავებით, რომელიც ამ სტადიონზევე ტიროდა მსოფლიო ჩემპიონატის დროს 1990 წელს. მაგრამ მე განსხვავებული აზრი მაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში მან ბრწყინვალედ შეასრულა მოცემული დავალება. ხოლო ემოციები მასში არ შედიოდა.
ორი ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი ტოვებდა მატჩს, რა თქმა უნდა, ამანაც იმოქმედა ჩვენს აღნიშვნაზე. ისინი ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ, როგორც გუნდის სხვა წევრები. მე ვუთხარი მათ, რომ ძალიან ვწუხვარ მომხდარით, მეტი რისი თქმა შეიძლებოდა ასეთ დროს? პროფესიონალურ სპორტში შენ მალევე აღიქვამ, რომ ბევრი სისულელე ხდება -ტრავმები, წარუმატებლობა და დისკვალიფიკაცია. შენ უბრალოდ უნდა გადალახო ეს სირთულეები.
ცენტრის დაკარგვა ნებისმიერ მწვრთნელს შეშლიდა ჭკუიდან, მაგრამ ჯერ საფინალო წრე დაგვრჩა შიდა ჩემპიონატში. გამარჯვებამდე ექვსი ნაბიჯი გვაკლდა. რაც არანაკლებბად რთული და დაძაბული იყო.
1:1 ვითამაშეთ "ლიდს იუნაიტედთან" აპრილის ბოლოს- არც ისე ცუდი შედეგია იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოვიარეთ, მაგრამ არასაკმარისი, რათა პირველობა შევინარჩუნოთ. "არსენალი" მაღლა იყო. ერთი გარბენა დაგვრჩა. თუმცა დასკვნით ტურში "იუნაიტედს" უპირატესობა ჰქონდა, ვინაიდან "არსენალი" ლიდსთან" დამარცხდა. მატჩს სახლში ვუყურებდი და გაოცებული ვიყავი. "დავამარცხებთ ხვალ "ბლექბერნს" და ტიტული ჩვენია, - ვფიქრობდი მე.
მაგრამ "ინვუდ პარკზე" ფრე ვითამაშეთ 0:0. რამაც რბოლა უფრო დრამატული გახადა. ახლა იძულებულები ვიყავით, სახლში "ტოტენჰემი" დაგვემარცხებინა, რათა ჩემპიონობა ხელიდან არ გაგვეშვა. იმ მომენტისთვის, ამდენი მუშაობისა და ნერვიულობის შემდეგ, ჯერ არცერთი ტიტული არ გვქონდა.
როდესაც ლეს ფერდინანდმა "ტოტენჰემი" დააწინაურა, გულშემატკივრებმა "ოლდ ტრაფორდზე" ნერვიულობა დაიწყეს, რაც ჩვენც გადმოგვედო. ახლოს ვიყავით ტრებლთან, მაგრამ ამავდროულად შეგვეძლო, ყველაფერი დაგვეკარგა. ვნერვიულობდით და მოტივაცია გვჭირდებოდა. სწორედ ის მივიღეთ ბექსის არაჩვეულებრივი გოლის შემდეგ, რომელმაც ბურთი ზედა კუთხეში გაუშვა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ იგი უდიდესი ფეხბურთელი არ იყო, უბრალოდ გადახედეთ იმ გოლს- იგი უდიდესი დონის წარმომადგენელია.
ჩვენ ისევ გვჭირდებოდა მეორე გოლი. ამიტომ შესვენების შემდეგ, მწვრთნელმა კოული გამოიყვანა. ხუთი წუთის შემდეგ, ბურთი მარცხენა ფეხზე გადავიტანე და კოულისკენ გავაგზავნე. კოულმა იგი დაამუშავა და ანგარიში გაათანაბრა. ჩვენ წინ ვიყავით და ჩემპიონობამდე 40 წუთი გვაშორებდა. ყოველ წუთს მსაჯს ვუყურებდი და ვყვიროდი: "დროზე დაასრულე ეს წყეული შეხვედრა!" არასდროს არ გაწელილა დრო ისე, როგორც მაშინ.
მწვრთნელი სულ ამბობდა, არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე მოიგო ჩემპიონატი "ოლდ ტრაფორდზე" უკანასკნელ ტურში. ხოლო აღნიშვნაც შესაფერისი გვქონდა. პირველი ტიტული სამიდან უკვე ჩვენი იყო.
ინგლისის თასის ფინალი ექვს დღეში იყო, თუმცა "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ ის თამაში ყველაზე მარტივად გვეჩვენებოდა. მე ძალიან დაღლილი ვიყავი. ბექსმა და მე ყველაზე მეტი მატჩი ჩავატარეთ. 53 მატჩი მქონდა "იუნაიტედის" რიგებში და პლუს სანაკრებო შეხვედრებიც. მწვრთნელმა გვკითხა, გვჭირდებოდა თუ არა დასვენება, თუმცა მან წინასწარ იცოდა პასუხი.
საბედნიეროდ, იმ თამაშში "ნიუკასლის" წინააღმდეგ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მიმდინარეობდა. კინის ტრავმის მიუხედავად, მის ნაცვლად შემოსულმა ტედიმ თავი რამდენიმე წუთში გამოიჩინა გოლით.
იმ დღეს ისეთ შეგრძნება მქონდა, თითქოს არ შემეძლო რამე არასწორად გამეკეთებინა. გარკვეულ მომენტში მოუთოკებელმა ალან შირერმა თავი მომაბეზრა მისი მცდელობებით, ამიტომ ცენტრში შევიწიე და ბურთი ფეხებს შორის გავუტარე. იგი ჩემს ხაფანგს გამოედო, ხოლო გულშემატკივრებმა დაიყვირეს- "ოლე!"- მიუჩვეველი ხმა ნებისმიერი ნევილისთვის. ყველაფერი ისეთი მარტივი და ბუნებრივი იყო. ვფიქრობ, რომ მსგავს რამეს გოლფის მოთამაშეები "ზონას" უწოდებენ- სიტუაცია, როდესაც ისინი არ ფიქრობენ დარტყმაზე, არამედ უფლებას აძლევენ ბურთს, იფრინოს. არ მინდოდა, რომ ეს მატჩი დასრულებულიყო.
ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ ოჯახებთან ერთად მანჩესტერში ვქეიფობდით სასტუმრო მერიოტში. ხოლო ინგლისის თასის გამარჯვება საერთოდ არ აღგვინიშნავს- სქოულზისა და კინის გარდა, გარკვეული მიზეზების გამო. წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გველოდებოდა და მომდევნო დღეს ბარსელონაში უნდა გავმგზავრებულიყავით.
გადატვირთულები ვიყავით ჩემოდნებით. თითქოს, ბარსელონაში სამუდამოდ გადავდიოდით. დრო გვქონდა, რათა გვეფიქრა და გაგვეანალიზებინა რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ორშაბათს საღამოს, სასტუმროს აივანზე მე, ფილი, ბატი, ბექსი, გიგზი და სქოულზი ჩვენს შანსებზე ვლაპარაკობდით. ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომელშიც ინგლისურ გუნდს მონაწილეობა 1986 წლიდან არ მიუღია.
რამდენიმე დღის განმავლობაში ატმოსფერო ძალიან ნერვული იყო. აქამდე ვიცოდი, თუ როგორია დიდი ინგლისური მატჩების ზეწოლა- მანამდე გამოვცადე შეგრძნება, თითქოს მთელ სამყაროს ბოლო მოეღება, თუ ამა თუ იმ მატჩს წავაგებდით. ბარსელონაში ფსონები იმაზე დიდი, იყო ვიდრე ოდესმე, მაგრამ ზეწოლის ნაცვლად სრულ კონცენტრაციას ვგრძნობდით. ჩვენ არ გვინდოდა დავმარცხებულიყავით, გვეზიზღებოდა ელემენტარული აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ გვეშინოდა მოვლენების!
მწვრთნელი კი ამ დროს, ალბათ, ძალიან დიდ თავისტკივილს განიცდიდა. მან როი დაკარგა, გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, და ფლეიმეიკერი პოლ სქოულზი. თუმცა იმ მომენტისთვის, მან ,ალბათ, იცოდა, თუ ვინ ჩაანაცვლებდა მათ. ნიკი მოედნის ცენტრში უნდა გამოსულიყო. იგივე ადგილი ანდეს ბექსსაც. რჩებოდა ვინგერების პოზიცია. ნათელი იყო, რომ ერთ ფლანგზე გიგზი ითამაშებდა, ხოლო მეორეზე- ბლუმკვისტი. ერთადერთი სხვა ვარიანტი მარჯვენა ვინგერად ოლე გუნარი იყო, მაგრამ მას არასდროს არ უთამაშია ამ პოზიციაზე მიმდინარე სეზონში.
სიმართლე გითხრათ, ეს მონახაზი არც ისე კარგად მოქმედებდა, მაგრამ მწვრთნელს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. წინ კიდევ ერთი რთული გამოცდა გველოდა. ჩემი ფეხის ამბავი გართულდა. გუნდმა დიდი და რთული გზა გაიარა. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გამოძახილი მიგვეღო ორი მთავარი ფეხბურთელის გარეშე.
"კამპ ნოუზე" ჩვენი გულშემატკივრებისკენ გავიხედე მატჩის დაწყებიდან ოცი წუთის შემდეგ. ანგარიში 0:1 იყო და მე გავიფიქრე: "უფლება არ გვაქვს სახლში ისე დავბრუნდეთ, რომ გულშემატკივრები მთელ ხმაზე არ ვაყვიროთ". ჩვენები არც მღეროდნენ. "ბავარია" დომინირებდა. ორჯერ ძელს მოარტყეს. შეგრძნება იყო, თითქოს შედეგი უკვე გათვლილიყო, ხოლო თამაში დასრულებულიყო.
შესვენებაზე მწვრთნელმა გვითხრა, რომ თითოეული ჩვენგანი ახლოს იყო თასთან, როდესაც მას ჩაუარა მოედანზე გასვლამდე, მაგრამ თუ წავაგებდით უფლებაც კი არ გვექნებოდა მას შევხებოდით. მის სიტყვებს გუნდი უნდა გამოეცოცხლებინა და ბევრიც ასე ფიქრობს, რომ სწორედ ამ სიტყვებმა შეცვალა მატჩის მსვლელობა, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ძალა მხოლოდ მაშინ ვიგრძენით, როდესაც ბოსმა ცვლილებების გაკეთება დაიწყო.
ჩვენ ნაპერწკალი გვჭირდებოდა და იგი გამოჩნდა, როდესაც ტედიმ იესპერი შეცვალა, რამაც საშუალება მისცა გიგზს საკუთარ ადგილზე დაბრუნებულიყო, ხოლო ბექსი მარჯვნივ გადავიდა. იორკმა ჩამოწეულ ფორვარდად დაიწყო თამაში და მოულოდნელად ჩვენ თითქოს გავერთიანდით. თამაში უფრო სწრაფად დავიწყეთ.
ასეთი მონახაზით არასდროს არ გვითამაშია და არავითარ შემთხვევაში არ ვითამაშებდით, რადგან იგი მამაცობას ასახავდა, რომელიც სიკვდილის ხაზთან მეზობლობდა. თუმცა ,ასეთ თამაშში გამონაკლისის უფლება გვქონდა. მოულოდნელად, მეტოქის დაჩაბვნა შევძელით. სერიოზულ ზეწოლას ვახდენდით "ბავარიის" დაცვაზე. ოლე კოულის ნაცვლად გამოვიდა და შეტევაში უფრო მეტი ძალა იყო.
რა მოხდა შემდეგ- თქვენც იცით. თუმცა ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ დროს, მზად ვარ, ეს ამბავი კიდევ ერთხელ მოვყვე. საათზე 90-ე წუთი იყო. ეს იმიტომ ვიცი, რომ იმ მომენტში მეოთხე მსაჯს შევხედე, რომელმაც გვაჩვენა, რომ სამი წუთი იყო დამატებული. და მაშინ ჩვენ ჩამოწოდება მოვიგეთ მარცხენა ფლანგზე.
აბსოლუტურად გადაღლილი ვიყავი. ყველა გადაღლილი იყო, როგორც ფსიოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. მაგრამ ჩემში ბოლო ძალა ვიპოვე, რათა მარჯვენა ფლანგიდან მარცხენაზე გავქცეულიყავი და აუტი მომეწოდებინა.
შემდეგ არაერთხელ გამკვირვებია. "რატომ გავაკეთე ასე? ვინ დამაძალა ამის გაკეთება?" პასუხი მარტივი იყო: ეს იყო ის, რასაც ბავშვობიდან მასწავლიდნენ "იუნაიტედში". ირბინო, ეცადო და ითამაშო ბოლომდე.
ბურთი თამაშში მარცხენა ფლანგიდან შევიყვანე და ისევ იქ ვიდექი, როდესაც იგი საჯარიმოდან ამოიტანეს. ჩემს პირველ და უკანასკნელ ეპიზოდში მარხენა ვინგერის პოზიციაზე, მე ჩავაწოდე და მცველს გავარტყი, რითაც კუთხური მოვიპოვე.
ეს გახდა ჩემი წილი იმ ისტორიულ "ქამბექში", რომელიც იმ საღამოს მოხდა. პიტერი საჯარიმოში ჩამოვიდა და მისი აღნაგობა იმისთვის გამოიყენა, რათა მეტოქის საჯარიმოში ქაოსი მომხდარიყო. ბურთი გიგზს მოხვდა. მისი დარტყმული მიზანს არ მოხვდა, მაგრამ ტედი წარმატებით აღმოჩნდა ბურთთან და იგი ბადეში გაგზავნა.
აღნიშვნის რამდენიმე წამი და ჩვენ ისევ თამაშში ვართ. უკვე იძულებულები ვიყავით, თამაში მოგვეგო.
ჩვენ ისევ წინ მივდივართ. ოლე კიდევ ერთ კუთხურს იგებს გუნდისთვის. იმ მომენტში არავის არ ახსოვდა დაღლილობა. ბექსი კუთხურის ჩასაწოდებლად გაიქცა. ტედი მის მიმართულებას ცვლის, ოლე ოდნავ წევს ფეხს... მე მინდორზე ვაგდივარ.
დანარჩენი ფეხბურთელები გარბოდნენ, რათა ოლე დაეხრჩოთ სიხარულისგან. ოლე, რომელიც სრიალით გულშემატკივრებისკენ გაემართა, მაგრამ მე არ გავქცეულვარ მათ მხარეს. მე უბრალოდ არ შემეძლო ამდენი მერბინა. მე ჩემს ნახევარზე ვიყავი, ვიწექი და ვფირობდი: "ღმერთო ჩემო, ჩვენ ეს შევძელით!" ვერ ვიჯერებდი, რომ ამ მატჩის მოგება შევძელით და მით უმეტეს, ასეთ სტილში.
მიხაროდა ჩემი თავისთვის, გუნდისთვის და ყველასთვის, ვისაც კავშირი ჰქონდა "იუნაიტედთან". და, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ ოლეს გამო. ვერ ნახავთ ფეხბურთელს, რომელიც უფრო იმსახურებდა გამარჯვების გოლს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ვიდრე იგი. მასთან ერთად გასახდელში 11 წელიწადი ვიჯექი, იგი ერთი მხრიდან, ხოლო მეორედან სქოულზი და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ადამიანია, ვინც კი შეიძლება, შეგხვდეთ. ყველაფერს, რასაც აკეთებდა, აკეთებდა გუნდისთვის. ამას ყველა თავდამსხმელი არ აკეთებს- და ეს არ უშლიდა ხელს ოლეს ყოფილიყო ერთ-ერთი საუკეთესო. იგი არ იყო ეგოისტი და დაიმსახურა დიდება.
სიმართლე გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რამდენი აღნიშვნა მახსოვს და რამდენი აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში ჩანაწერების ყურებით. მაგრამ, როდესაც იმ საღამოზე ვფიქრობ, მახსენდება სამუელ კუფურა, "ბავარიის" მცველი, რომელიც ისეთი სახით დარბოდა, თითქოს სახლში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მისი ბინა გაქურდეს. მახსენდება, როგორ ცდილობდა დევიდ მეი უფრო მაღლა აწეულიყო დაჯილდოებაზე. მახსოვს, როგორ შევიკრიბეთ ყველა ერთად და დავიწყეთ სიმღერა Sit Down-ის" მღერა. გავაკეთეთ კორიდორი, რათა როი და სქოულზი ტიტულით ხელში გამოსულიყვნენ, რათა თითოეულ წევრს და სამწვრთნელო შტაბს შესძლებოდა ამ დაუვიწყარი გამარჯვების შეგრძნება.
ზუსტად მახსოვს, რომ იმ ღამით არ მეძინა და განთიადამდე ბარსელონაში ვსეირნობდი. ვის ენდომებოდა ასეთი ღამის დასრულება? საათზე დილის 6 საათი იყო, ხოლო მე ქუჩებში ვსეირნობდი რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, მხოლოდ ერთი სურვილით- არ დასრულებულიყო ეს ღამე. აქამდე არცერთ ინგლისურ გუნდს არ მოუგია ტრებლი. ჩვენ დიდი და რთული გზა გავიარეთ, სადაც ბევრჯერ შეგვეძლო დავმარცხებულიყავით და გზიდან გადავვარდნილიყავით. არა მგონია, ვინმემ შეძლოს ასეთი სეზონის განმეორება. ჩვენი თავგადასავალი უნიკალურია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტრებლი მოვიგეთ, არამედ უამრავი "ქამბექის" ხარჯზე მოგებული მატჩები და მატჩის სცენარის გადატრიალება.
ჩვენ არასდროს ვნებდებოდით და რამდენერმა იმ ქვეყნიდან დავბრუნდით. ბევრი ლაპარაკობდა ჩვენს შეტევაზე, როგორც გადამწყვეტ ფაქტორად. ამას რთულია, არ დაეთანხმო, გუნდმა ასზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ მებრძოლი სულის ხარჯზე მივაღწიეთ ყველაფერს. ჩვენ რომ ფინალი 3-0 მოგვეგო "ბავარიის" წინააღმდეგ, ასეთი სასიამოვნო შეგრძნება არ გვექნებოდა.
ამ სეზონმა იმდენი მომენტი მაჩუქა, რომ მთელი ცხოვრება ვისიამოვნებ: როგორ გააქვს გიგზს ის არაჩვეულებრივი გოლი "არსენალის" კარში; კინოს გმირობა ტურინში, თვითონ ჩემპიონთა თასის ფინალი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც უდიდესი "ქამბექი". დავიმსახურეთ თუ არა ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება? ჩვენ არ გვიჩვენებია ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ბარსელონაში, მაგრამ პირველად 89 წუთის განმავლობაში მე დრო არ მქონდა ჩვენი თამაშის ხარისხზე მეფიქრა, ხოლო რაც მოხდა, შემდეგ თქვენ თვითონაც იცით.
ჩვენ მოვიგეთ ტრებლი არა იმიტომ, რომ გვიმართლებდა ან მეტოქეები გვყავდა სუსტი- პირიქით: მოწინაღმდეგეები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ იძულებულები ვიყავით, თავზე მაღლა ავმხტარიყავით. თასზე გავცდით "ლივერპულს", "ჩელსის", "არსენალსა" და "ნიუკასლს", და არა- "ქოვენტრი სიტის" ან "პლიმუტს". ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე რა გუნდებს შევხვდით: "ბარსელონა" და "ბავარია". შემდეგ იყო "ინტერი" რონალდო და "იუვენტუსი" ზიდანი. შიდა ჩემპიონატში ბოლომდე მოგვდევდა ადამსის, კიოუნას, პეტის, ვიეირასა და ბერგკამპის "არსენალი"- ყველაზე ძლიერი ინგლისური გუნდი, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია.
რაც შეეხება სტილს, თუ როგორ ვითამაშეთ ბარსელონაში, ვფიქრობ, რომ "ბავარიასთან" სხვანაირად თამაში შეუძლებელი იყო. უბრალოდ იდეალური გამარჯვება, რომელიც ასახავს ყველაფერს საუკეთესოს, რაც არის "მანჩესტერ იუნაიტედში". ჩვენ არასდროს ვეგუებოდით მარცხს ბოლო ამოსუნთქვამდე.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია