თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2016, 08:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2576,
კომენტარები: 9
ვან გაალი: "ამიტომაც მყავს მხოლოდ 2 ფეხბურთელი"
ლუი ვან გაალი თავისი არჩევანის შესახებ საუბრობს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებისთვის შანსის მისაცემად მან მცირე შემადგენლობის დატოვება ამჯობინა.

"ოლდ ტრაფორდზე" ვან გაალის გადასვლის შემდეგ გუნდი დატოვეს ხავიერ ერნანდესმა, რობინ ვან პერსიმ, რადამელ ფალკაომ და დენი უელბეკმა, ჰოლანდიელმა კი მხოლოდ ერთი თავდამსხმელი შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი ვან გაალს მხოლოდ ვარჯიშებზე ენახა, მას მაინც ანდო თავდასხმაში თამაში, მარკუსმა კი 2 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

"მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ხანდახან 11-11 წინააღმდეგ თამაშობდა და მაშინ ვხედავდი. მხოლოდ მეორე გუნდში ჩნდებოდა, მაგრამ ძალიან სწრაფია, მარჯვნივ და მარცხნივ შეუძლია თამაში. მე კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გავამწესე. წინასწარ არასდროს იცი, გაუმკლავდება შენი გუნდის რიტმს თუ ვერა. მან ეს მოახერხა.

პირველად ყველაფერი ადვილია, რადგან კონცენტრირებული ხარ. ახლა ზეწოლა გაიზრდება, რადგან ყველა სხვაგვარად უყურებს.

4 გოლის შემდეგ შენგან მეხუთეს ელიან. თუმცა მას გარკვეული უნარები აქვს. გოლებს თავისი სტილით იტანს და სიტუაციებში სხვა ფეხბურთელებზე უპირატესად მოქმედებს.

თავდამსხმელი უეინ რუნისა და მარსიალის გამო არ ვიყიდე, რადგან მათ შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში, რუნი კი კაპიტანია, რომელიც ყოველთვის ითამაშებს. მესამე ფორვარდი არ მიყიდია, რეშფორდმაც ამიტომ მიიღო შანსი.

"უოტფორდისა" და "ლესტერის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ძალიან კარგი პერიოდი ჰქონდა.

შესაძლოა, "უოტფორდთან" მატჩში უნდა მეთამაშებინა, მაგრამ ჩვენ სხვა სისტემა ავირჩიეთ და მემფის დეპაიმ და ჯესი ლინგარდმა კარგად ითამაშეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პატარა გუნდი გვყავს, ერთ პოზიციაზე ორ ფეხბურთელზე მეტი არ გვყავს, ახალგაზრდეს შანსი ეძლევათ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
2 მარტი 2016 09:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Lui shen skolis moswavleebit upro atamasheb gunds vidre chamoyalibebuli pexburtelebit, gaagrdzele ese she kaco xom shegidzlia, votcordsac daade erti gemrielad raa.
0
№2
ავტორი: red devil
2 მარტი 2016 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არადა აკადემიის ხალხი უფრო მონდომებულია
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 მარტი 2016 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვან გაალს, რომ ახალაგაზრდებთან ძალიან უყვარს მუშაობა ეს ფაქტია. მუშაობის გარდა აქვს იმის უნარიც, რომ მათში ტალანტი დაინახოს და ამას ნამდვილად ვერ დაუკარგავთ. მიუხედავად ყველაფრისა ჩემი აზრით მაინც სარისკო იყო მხოლოდ ორ თავდამსხმელზე აქცენტის გაკეთება, რადგან გარანტია ნამდვილად არ იყო იმის, რომ მარსიალი აუცილებლად გაამართლებდა. ესეტ პატარა ასაკში როგორ გინდა, რომ მარსიალს ყველაფერი მოსთხოვო, მაგრამ საბედნიეროდ მარსიალმა გაამართლა. რაც შეეხება რეშფორდს, რავიცი ამ ფეხბურთელზე იმდენი რამე დაიწერა დასამატებელი მგონი აღარაფერია. უბრალოდ ძალიან მინდა, რომ მისი ეს გატანილი გოლები მხოლოდ გამონათება არ იყოს და მომავალშიც ბევრი გაიტანოს.
0
№4
ავტორი: AkkRed
2 მარტი 2016 10:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს ისეთ თემაშია მაგარი გაუვარდა და ეხლა თავს იქებს. და როდიდანაა მანჩესტერი პატარა გუნდი
0
№5
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2016 10:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: AkkRed
ეს ისეთ თემაშია მაგარი გაუვარდა და ეხლა თავს იქებს. და როდიდანაა მანჩესტერი პატარა გუნდი

შემადგენლობა იგულისხმა და არა სტატუსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ViDa
2 მარტი 2016 11:07
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ყელაფერი ცუდი გერდზე გადადოთ და დღეს ამ კაცის დადებითი თვისებაც აღვნიშნოთ.

იდეალურია ახალგაზრდების აღმოჩენაში ეს ადამიანი, ენდობა და რაც მთავარია იცის როდის უნდა მისცეს შანსი და როდის არა. გასაგებია, რომ იძულებული იყო ახალგაზრდებისთვის მიემართა ამ შემთხვევაში, მაგრამ მათი ნდობა რომ არ ჰქონოდა მაინც სხვაგვარად მოიქცეოდა!

არსენალთან შეიძლება იდეალური თამაში არ ვაჩვენეთ, მაგრამ გუნდი შეკრული და თავში დარწმუნებული იყო, თითქმის შეცდომები არ აღინიშნებოდა, რაც ნამდვილად სასიამოვნოა.

იმის მიუხედავად, რომ იმედი ლუის იმედი დავკარგე-თუ გუნდმა ასე გააგრძელა არავითარი საწინააღმდეგო არ მექნება ამ ადაიანის მიმართ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№7
ავტორი: Lev
2 მარტი 2016 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
/quote]
მეც ასე ვფიქრობ ჯერჯერობით......

[quote=ViDa]
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: GeorgeBest
2 მარტი 2016 14:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ახლა უკვე მეტ ყურადღებას დაუთმობენ მცველებიც და მეტს მოსთხოვს პუბლიკა, ვნახოთ როგორ გაუმკლავდება
0
№9
ავტორი: mamuka 4
2 მარტი 2016 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
იმედია ეს ვილსონივით არ იქნბა და გამოავლენს ტავის ნიჩს რაც ნამდვილად აქვს .
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top