ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, მარკუს რეშფორდი საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა იმისთვის, რომ მის ირგვლივ მომხდარი ფაქტებით გამოწვეულ ემოციებს გაუმკლავდეს. "პირველ ყოვლისა, ჩემი აზრით, მედიამ თავი უნდა დააებოს. თქვენ მისი სახლის წინ ხართ, ეს კი 18 წლის ბიჭისთვის ვერანაირად ვერ იქნება კარგი.
აცადეთ, იყოს 18 წლის და მას სწორედ ამ გზით განვავითარებთ. თუმცა ძალიან მოკრძალებული ბიჭია, ასე რომ, არა მგონია, პრობლემა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, როცა პრესა ასეთ ყურადღებას გაქცევს, ყველაფერი სხვაგვარადაც წარიმართება. იმედი მაქვს, ოცნებებს არ აჰყვება", - განაცხადა ვან გაალმა.