ლუი ვან გაალი "არსენალთან" მატჩში მოედნის კიდეზე თავისი წაქცევის გამო ყველას დაამახსოვრდა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს არ მიაჩნია, რომ ამ გზით მატჩზე გავლენის მოხდენა შეიძლება.
"მე კლოუნი არ ვარ. მე ლუი ვან გაალი, ადამიანი და მწვრთნელი ვარ. ეს არ არის ჩემი ფილოსოფიის ნაწილი, არ ვფიქრობ, რომ კიდიდან მატჩზე გავლენას მოახდენ. მოედანზე ფეხბურთელები ფიქრობენ და არა მწვრთნელი.
ხანდახან მათ ასეთი ქცევებით ვეხმარები, მაგრამ უფრო მეტად გონებრივ ვარჯიშებში ვეხმარები, რაც უკვე ვთქვი. 18 თვეა მათ ვწვრთნი და პრობლემათა მოგვარების გზებს მოედანზე უნდა ეძებდნენ. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ შენ გავლენას ვერ მოახდენ მატჩზე - მხოლოდ ფეხბურთელს შეუძლია გავლენის მოხდენა, - განაცხადა ჰოლანდიელმა.