"მანჩესტერ იუნაიტედის" თვის საუკეთესო გოლის გამოსავლენად ხმის მიცემა უკვე დაწყებულია.
ენტონი მარსიალს ორი ნომინაცია აქვს: შესანიშნავი შესრულება "სტოკ სიტისთან" და მომენტის ოსტატურად გამოყენება "სანდერლენდთან".
მარკუს რეშფორდმა პირველ გუნდში ადგილი ახლახანს დაიმკვიდრა, მაგრამ 18 წლის ფეხბურთელს ოთხი გოლი აქვს: მის მიერ "მიდტიულანდისა" და "არსენალის" წინააღმდეგ გატანილი გოლები კი ნომინაციაში მოხვდა.
ჯესი ლინგარდი და მემფის დეპაი პირველი გუნდის მორიგი წევრები არიან, რომლებმაც "ჩელსისა" და "მიდტიულანდს" გაუტანეს შესაბამისად.
ორი ნომინირებული გოლია 21-წლამდელთა გუნდის რიგებიდანაც: უილ კინის შესანიშნავი გადაგდება "ნორვიჩ სიტისთან" და ჯო როტუელის გოლი მანჩესტერულ დერბიში.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.