თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2016, 20:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2537,
კომენტარები: 5
ვან გაალი ორი ფეხბურთელის დაბრუნებას ვარაუდობს
ლუი ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ.
ვან გაალი ორი ფეხბურთელის დაბრუნებას ვარაუდობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ენტონი მარსიალი და მატეო დარმიანი "უოტფორდთან" მატჩში მონაწილეობისთვის მზად იქნებიან.

ფრანგმა ტრავმა ევროპის ლიგის მატჩამდე მიიღო და მისი ადგილი მარკუს რეშფორდმა დაიკავა. კონკურენციის მოგება მოუწევს გილერმო ვარელასთან მატეო დარმიანსაც.

კრის სმოლინგთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

"ვგონებ, მარტში ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან. გვჭირდება ეს მოთამაშეები, რადგან ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს.

მარსიალს თამაში შეუძლია, დარმიანსაც. შესაძლოა, სმოლინგმაც შეძლოს. უნდა მოვიცადოთ ხვალამდე და ვნახოთ".


მაიკლ კერიკმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა დეილი ბლინდის პარტნიორად, რადგანაც მარკოს როხო და სმოლინგი ტრავმირებულები არიან.

"ფეხბურთელებს უნდა მოვუფრთხილდეთ. უკვე ნახეთ, როგორ მოვიქეცი მარკოს როხოს შემთხვევაში - 20 წუთი და მეორედ, 60 წუთი, თუმცა არ მიუღწევია ამ დრომდე. ასე რომ, ადვილი არ არის. მეორე გუნდში თამაშიც გამოსავალია.

როხოს ჩაარტყეს. ბევრ ფეხბურთელს ურტყამენ, მაგრამ მომდევნო მატჩს მაინც ატარებენ".


"იუნაიტედი" ხვალ ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას ეცდება და ამის ფონზე გუნდს ტრავმებთან დაკავშირებული პოზიტიური ამბები აქვს.

"ფელაინი და ვალენსია პირველები არიან, ვინც დაბრუნდებიან. გარდა, რა თქმა უნდა, მარსიალის, სმოლინგისა და დარმიანისა - ისინი ბრუნდებიან, ალბათ, ხვალვე. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ იგრძნობენ თავს ხვალ, მაგრამ შანსი არსებობს იმისა, რომ ამ სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთმა ითამაშოს.

ფელაინი გუნდური ვარჯიშის ბოლო ნაბიჯზე უნდა დაბრუნდეს, ვალენსიამ დღეს ჯგუფთან ერთად ივარჯიშა, ასე რომ, ბრუნდებიან. რუნი ჯერ კიდევ დაშავებულია".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2016 21:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ოოო, ეს კარგი ამბავია, მაგრამ მაინც თავსატეხია ასეთ ვითარებაში მარსიალის დაყენება-არ დაყენების საკითხი. ვფიქრობ, სათადარიგოზე დაჯდეს ჯობს. ახლა ამ გუნდისთვის ფეხბურთელის წართმევა (და არა გამოკლება) დიდი უაზრობა იქნებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 მარტი 2016 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია ტრავმირენულები, რომ ბრუნდებიან, მაგრამ ისეთი ბედი გვაქ ხვალ ისევ ვიღაცა დაიმტვრევა areyoukiddingme
0
№3
ავტორი: GeorgeBest
1 მარტი 2016 22:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მშვენიერი სიახლეა winked სმოლინგი უნდა დაბრუნდეს პირველ რიგსი, მარსიალი თუ დაისვენებს 1 მატჩი არ იქნება ტრაგედია
0
№4
ავტორი: Hernandez
2 მარტი 2016 02:33
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
იმედია არცერთს არ ვიხილავთ სტადიონზე ლვიერპულისთვის უნდა შემოვინახოთ თან ესეთი რისკები არ გირს როხოს მაგალითზე
0
№5
ავტორი: AkkRed
2 მარტი 2016 10:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დაცარიელდა ლაზარეთი თითქმის და ძალიან კარგია, გვჭირდება გრძელი სია სათადარიგო სკამზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top