ВТ Sport-ის ეთერში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ლი შარპმა პატარა ისტორია მოგვითხრო იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდა ფერგიუსონი "წითური პრინცის" გაშვებას, მაგრამ პოლ სქოულზმა ფერგიუსონის ეს ეჭვი გაჩენისთანავე გააქარწყლა და დაამტკიცა, რომ მისი ადგილი "ოლდ ტრაფორდზე" იყო.
"ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები - რობსონი, ბრიუსი, შმეიხელი, მაკკლეირი - ყოველთვის ესწრებოდნენ მესამე გუნდის (მაშინ ასე ერქვა კლუბის აკადემიის გუნდს) მატჩს და მასში სქოულზი მონაწილეობდა.
ტრიბუნაზე მყოფი რობსონი მწვრთნელს მიუბრუნდა და ეუბნება: "აბა, ვის იტოვებთ და ვის უშვებთ?" ფერგიუსონი კი პასუხობს: "ვიტოვებთ ბექჰემს, ბატს, ნევილს, ამ ბიჭს, აი, ამ ბიჭს, ეს ბიჭი მიდის, მაგრამ მოედნის ცენტრში იმ წითურ ბიჭზე ვყოყმანობ.
ამ მომენტში კი სქოულზი ბურთს იღებს საჯარიმოს ხაზზე, აკეთებს ერთ ცრუ მოძრაობას, მეორეს, მცველს გასცდა, შემდეგ მორიგი ფინტი, კიდევ ერთ მცველს გასცდა, მოხდენილად ძვრება ცენტრალურ მცველებს შორის, მორიგ ცრუ მოძრაობას აკეთებს, მეკარე ეცემა ერთ მუხლზე და სქოულზი ბურთს დაბალ კუთხეში სვამს.
ამ მომენტში რობსონი მწვრთნელისკენ შებრუნდება და ეტყვის: "დარწმუნებული ხართ, რომ იცით, რასაც ამბობთ?"