მაიკლ კერიკისთვის ჯერ კიდევ უცნობია, მიიღებს თუ არა სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ახალ კონტრაქტს.
კერიკმა "ოლდ ტრაფორდზე" 2006 წელს გადასვლის შემდეგ თითქმის 10 წელი გაატარა, მოიგო პრემიერ ლიგის 5, ჩემპიონთა ლიგის, ლიგის თასისა და ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულები.
მაგრამ ვან გაალთან დაკავშირებული გარუკვევლობა, ჟოზე მოურინიოს შესახებ გავრცელებული ჭორები კერიკის მომავალს გაურკვეველს ტოვებს.
"არსენალთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 34 წლის ფეხბურთელმა განაცხადა.
"გულახდილად რომ ვთქვა, არ ვიცი. ჯერჯერობით ახალი ამბავი საერთოდ არ არსებობს. არაფერი მსმენია, ამიტომ ამჟამად ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა მაიკლმა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა გასულ მარტში ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.