ხმა მიეცით თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელს.
ჯესი ლინგარდი, მემფის დეპაი და მარკუს რეშფორდი თებერვლის თვეში "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები არიან.
ხმის მისაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი საშუალება:
manutd.com ან
Twitter (@ManUtd). გთავაზობთ გასულ თვეში ფეხბურთელთა ასპარეზობის მოკლე აღწერას...
ჯესი ლინგარდისტატისტიკა: 7 მატჩი, 3 გოლი
აღწერა: აკადემიის კურსდამთავრებულმა თებერვალი "სტოკ სიტისთან" მატჩში გატანილი გოლით დაიწყო, როცა კამერონ ბორტუიკ-ჯექსონის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ბურთი თავური დარტყმით კარში გადაგზავნა. შემდეგ მატჩში ლინგარდმა კვლავ გაიტანა გოლი, ამჯერად "ჩელსის" წინააღმდეგ შესანიშნავი დარტყმით, ხოლო თავისი მესამე გოლი თებერვალში ინგლისის თასზე "შრუსბერი თაუნს" გაუტანა. გარდა ამისა, 23 წლის ფეხბურთელმა საგოლე პასი გაუკეთა მარკუს რეშფორდს "არსენალთან" მატჩში.
მემფის დეპაისტატისტიკა: 7 მატჩი, 2 გოლი
აღწერა: მემფისმა თებერვალში ფორმა დაიბრუნა და მისი თავდაჯერებულობა მატჩიდან მატჩამდე იზრდებოდა. თვე "ჩელსისთან" მატჩში შეცვლაზე შესვლით დაიწყო, თუმცა თავი მხოლოდ ცუდი მოქმედებით დაგვამახსოვრა, როცა მისი არაზუსტი გადაცემის შემდეგ დიეგო კოშტამ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა "მიდტიულანდთან" პირველ შეხვედრაში მემფისი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მნიშვნელოვანი საგარეო გოლიც გაიტანა. საპასუხო შეხვედრაში დეპაი უკეთესი იყო და მორიგი გატანილი გოლის შემდეგ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. "ოლდ ტრაფორდზე" შემდგარ იმ ღამეს მემფისის სტუმართა მარჯვენა მცველს, რომერს ატერორებდა, მატჩის შემდეგ კი რომერმა განაცხადა: "აქამდე არასდროს ვყოფილვარ მატჩის შემდეგ ტირილის ზღვარზე".
მარკუს რეშფორდისტატისტიკა: 2 მატჩი, 4 გოლი
აღწერა: დიახ, თებერვალში გამართული 6 შეხვედრის მიუხედავად, რეშფორდმა მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ "მიდტიულანდისა" და "არსენალის" წინააღმდეგ მის მიერ გატანილი 2-2 გოლი უსათუოდ გამორჩეული იყო. 18 წლის ფეხბურთელმა მოულოდნელად ჩაატარა სადებიუტო მატჩი დანიელთა წინააღმდეგ, რადგანაც ენტონი მარსიალმა მატჩის დაწყებამდე ტრავმა მიიღო და მწვრთნელის ნდობა დუბლით გაამართლა. სასტარტო შემადგენლობაში იყო "მეთოფეთა" წინააღმდეგაც და გულშემატკივარს კვლავ მისცა სიხარულის მიზეზი - როცა ფეხით და თავური დარტყმით პეტრ ჩეხის კარი აიღო. რეშფორდმა საგოლე გადაცემა გაუკეთა ამავე მატჩში ანდერ ერერას, ხოლო საბოლოოდ, გამოკითხულთა ხმების 82%-ს მიღებით, იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.