"მანჩესტერ იუნაიტედმა" ნამდვილად დაიჭირა მუხტი და როგორც ჩანს, მარკუს რეშფორდის გოლებმა მთელ კლუბსა და გულშემატკივარს ბიძგი მისცა. როცა ერთ-ერთი შენი აღზრდილი იტანს გოლს, გულშემატკივარი ნათელ მომავალს ხედავს. მასზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ზოგიერთი მოთამაშე თითქოს ახლა ეჩვევა დიდ კლუბში თამაშს. ენტონი მარსიალი "მონაკოში" მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე ასპარეზობდა, ახლა კი "ოლდ ტრაფორდზე" 75 ათასი გულშემატკივრის წინაშე ეგუება ამ ტრენდს. "უოტფორდის" წინააღმდეგ რთული იქნება, მაგრამ "იუნაიტედი" გაიმარჯვებს", - განაცხადა პოლ მერსონმა.